კინო

როგორ იხუმრებდა ყველაზე მწარე კომიკოსი ,,ოსკარის” დაჯილდოება მას რომ წაეყვანა? – რიკი ჟერვეიმ ტვიტერზე ვერსიები ჩამოწერა

რიკი ჟერვეიმ გასულ თვეს ,,ოქროს გლობუსის” ცერემონია უკვე მეხუთედ წაიყვანა. ,,ოსკარი’’ კი წამყვანის გარეშე აგრძელებს ცერემონიების გამართვას.

რიკი ჟერვეი თავისი მოურიდებელი და უხეში ხუმრობებით არის განთქმული, ტვიტერის ერთ-ერთმა მომხარებელმა რიკის ჰკითხა, რა ხუმრობებს იტყოდა ის ,,ოსკარის’’ დაჯილდოებას თავად რომ გაძღოლოდა. რიკის პასუხებმაც არ დააყოვნეს.

ვერ ვითმენ ისე მინდა თქვენი ინსპირაციული გამოსვლის მოსმენა თანასწორობაზე და ძალიან კარგია, რომ რომ იმ სამი საათის განმავლობაში, რასაც თქვენ აქ დაყოფთ, თქვენს მიგრანტ მოსამსახურეს შეუძლია, რომ ცოტა ხნით წაუძინოს – დაწერა რიკი ჟერვეიმ თავის ტვიტერზე.

მან მსახიობების პოლიტიკურ გამოსვლებზეც გააკეთა კომენტარი: არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რომ ყველაზე პოპულალურმა ადამიანებმა თავისი პრივილეგიები გამოიყენონ და გლობალური პლატფორმიდან ისაუბრონ. ზოგს ვეთანხმები კიდეც. უბრალოდ, მინდა ისინი გავაფრთხილო, რომ როდესაც მშრომელ ხალხს ყოველდღიურად ლექციას უკითხავ, ამას საპირისპირო შედეგი მოჰყვება.’’

კომენტარები

კომენტარი