ვიზუალური ხელოვნება

როგორ ასახავდნენ შავ ჭირს მხატვრები

დაუჯერებელი ჩანს, რომ ჩვენ დღეს იმავე პრობლემების წინაშე ვართ, რის წინაშეც იყვნენ ჩვენი წინაპრები 500 წლის წინათ – გვაქვს ავადმყოფობა, რომელიც სწრაფად ვრცელდება და საკმარისად კარგად არ ვიცით, როგორ შევაჩეროთ ან ვუწამლოთ. კვირა დღეს პაპი ფრანცისი გავიდა რომის დაცარიელებულ ქუჩებში, რათა სწვეოდა წმინდა მარჩელოს ეკლესიას და თაყვანი ეცა ჯვრისთვის, რომელმაც, როგორც ამბობენ, დაიცვა რომი შავი ჭირისგან 1522 წელს.

დღეს გამოყენებული კარანტინის მეთოდიც ძველია და მსგავსი ეპიდემიები ასახულია ხელოვნების ნიმუშებშიც. ამ შედევრებს შეუძლია ჩვენი ნუგეშისცემა ან შეუძლია გვაჩვენოს ეს უცხო მომენტი ახალ შუქზე ან იქნებ თვით პრაქტიკული იდეებიც კი შემოგვთავაზოს. 

ალბრეხტ დიურერი: აპოკალიფსის ოთხი მხედარი (1498) – სამი მხედარი განასახიერებს კაცობრიობის სამ ყველაზე სასტიკ მკვლელს: ომს, შიმშილობას და ჭირს, მეოთხე თავად სიკვდილია. დიურერის დროს შავი ჭირის მხედარი ყველაზე საშიში იყო: 1347 წელს გემებმა გენუიდან ევროპას დამანგრეველი შავი ჭირი მოუტანეს ყირიმიდან. ეს შავი ჭირი ბუბონური შავი ჭირის სახელითაა ცნობილი.

სალატორ როზა: „ადამიანთა სისუსტე“ (1656) – ნეაპოლის თითქმის ნახევარი მოსახლეობა დაიღუპა შავი ჭირით 1656 წელს. ნახატზე ახალდაბადებული ბავშვი ხელს აწერს შეთანხმებას სიკვდილთან, სადაც აღიარებს, რომ ადამიანის არსებობა უბედური და ხანმოკლეა. შავი ჭირით სალვატორ როზას ახალგაზრდა ვაჟიშვილი, ძმა, და, დის ქმარი და მათი 5 შვილი დაიღუპა. ნახატზე გამოსახულია ვაჟიშვილი – როზალდო, რომელიც აღიარებს სიკვდილის ძალაუფლებას.

ტიციანის „პიეტა“ – მოხუცი კაცი ლოცულობს თავისი ვაჟიშვილის გადასარჩენად ეპიდემიისგან. ტიციანმა დახატა ეს მწუხარე სურათი მაშინ, როცა ვენეციაში შავი ჭირი ბობოქრობდა. მხატვარი გამოსახავს საკუთარ თავს ნახევრად შიშველს, იგი მუხლმოყრილია ქანდაკების წინაშე, რომელზეც გამოსახულია ღვთისმშობელი მარიამი გარდამოხსნილი ქრისტეთი. ნახატი მოიცავს სხვა ნახატსაც მარჯვენა კუთხეში – ის ძნელად შესამჩნევია და მასზე გამოსახულია ტიციანი და მისი შვილი ორაციო, რომლებიც ლოცულობენ. ეს ლოცვა არ იქნა შესმენილი, ტიციანი და ორაციო 1575 წელს დაიღუპნენ შავი ჭირით.

ანტონიო ძანკი: ღვთისმშობელი ეცხადება შავი ჭირის მსხვერპლებს (1666) – The Scuola Grande di San Rocco-ს – ტაძარს, რომელიც შავი ჭირისგან მცველ წმინდანის – როკოს საძმოსთვის აშენდა ქალაქ ვენეციაში ახსოვს ვენეციის ეპიდემია, რომლის დროსაც პირველად გაჩნდა სიტყვა კარანტინი, რაც ნიშნავს „40 დღეს“ ანუ რა დროითაც უცხოური გემები დააყოვნეს ზღვაში 1348 წელს. ტაძრის კიბის გვერდით კედელზე ზანკის ამ ნახატს იხილავთ, სადაც 1630 წლის დამანგრეველი შავი ჭირია ასახული .

რემბრანდტი: ჰენდრიკიე შტოფელსის პორტრეტი (1654) – ბუბონური შავი ჭირი ამსტერდამში ალჟირიდან გავრცელდა და რემბრანდტის ცხოვრებისა და საქმიანობის პარტნიორი იმსხვერპლა. ჰენდრიკიე ძალიან დაეხმარა მხატვარს, როდესაც ეს უკანასკნელი გაკოტრდა. ნახატი კარგად ასახავს მხატვრის სიყვარულს მისდამი. ჰენდრიკიეს მზერა მუქი და ნაზი თვალებიდან გვიზიარებს მის სრულყოფილ მგრძნობიარობას და სიწრფელეს.

გერიტ ვან ჰონთორსტი: წმინდა სებასტიანი (1623) – რომაელი ჯარისკაცი სებასტიანი მოკლეს მისი ქრისტიანული რწმენის გამო და აღიარებულია შავი ჭირისგან მფარველ წმინდანად. მხატვრის მშობლიური ქალაქი – უტრეხტი 1620 წელს გახდა შავი ჭირის სამიზნე. ნახატი კარავაჯოს შემოქმედებითაა შთაგონებული.

კარავაჯო: „მოწყალების შვიდი საქმე“ – ევროპის პირველი პანდემიის დროს  მკვდრების წესიერად დამარხვა აკრძალული იყო ქრისტიანული ეკლესიის მიერ, ნახატზე ასახულია, ნეაპოლის ქუჩებში მოქალაქეები როგორ ცდილობენ ღამით გადაიტანონ გვამები დასამარხად.

კატერინა დე ჟულიანისი: დრო და სიკვდილი – ბუბონური შავი ჭირი ევროპაში მეთვრამეტე საუკუნეში გაჩნდა, მონაზონის მიერ შექმნილი ეს ნამუშევარი ცხადყოფს რა კვალი დაატყო ადამიანთა მეხსიერებას მოთარეშე სიკვდილმა.

კომენტარები

კომენტარი