ვიდეოები

როგორია უსინათლო კაცებისთვის პორნოგრაფიული ვიდეოს აღწერა?

2016 წელს პორნოსაიტმა Pornhub გამოაცხადა ახალი ინიციატივის შესახებ: პორნოგრაფიული ვიდეო უსინათლოებისთვის. საიტზე გაჩნდა პატარა კატეგორია: „აღწერილი ვიდეო“ – აუდიო აღწერა გულისხმობს იმის ახსნას უსინათლო ადამიანისთვის, თუ რა ხდება ვიდეოში, ანუ რა კონტექსტი ახლავს კვნესას და ოხვრას, რომელიც ასევე ისმის. ვიდეო იწყება მონაწილე მსახიობების ჩაცმულობის და გარეგნობის აუდიო აღწერით და ა.შ. მოძრაობების თვითეული დეტალის  და ნიუანსის ჩათვლით.

არაინფორმირებულისათვის შეიძლება ოქსიმორონად ჟღერდეს „პორნოგრაფია უსინათლოებისთვის“, მაგრამ აუდიო პორნოგრაფიას თავისი გრძელი ისტორია აქვს და ეს სიახლეც მისი ბუნებრივი გაგრძელებაა. Pornhub-ის ინიციატივა პირველი არ ყოფილა, მანამდე ის სცადეს მოხალისეებმა, მაგრამ არ გამოუვიდათ, მცდელობის მიუხედავად.  

Pornhub-მა დაიქირავა ფრილანსერები ვიდეოს აღსაწერად და პროფესიონალი მსახიობები აღწერების გასახმოვანებლად, რათა ვიდეო შეძლებისდაგვარად სექსუალური ყოფილიყო. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველები აგრძელებენ ბრძოლას მეტი და უკეთესი წვდომისათვის პორნოგრაფიაზე. მარისა მარტინელი ესაუბრა კეთრინ სიმპსონს, ფრილანსერ მწერალს და რედაქტორს, რომლის კალამსაც ეკუთვნის Pornhub-ის მიერ დაკვეთილი 35 პორნოგრაფიული ვიდეოს აღწერა.

მ.მ.: როგორ ჩაერთეთ ამ პროექტში? თქვენ უპასუხეთ განცხადებას
„ვეძებთ პორნოგრაფიული ვიდეოს აღმწერს?“

კ.ს.: საიტი თავად დამიკავშირდა, მე ახლახანს დისერტაცია დავიცავი და არ მსურდა აკადემიური კარიერის გაგრძელება, ასე რომ მწერლობა – ფრილანსერობა ავირჩიე.

მ.მ.: გქონდათ მანამდე გამოცდილება?

კ.ს.: არა, უბრალოდ როგორც ხელოვნების ისტორიკოსს შეხება მქონდა გამოსახულების აღწერასთან. ასეთ დავალებასაც გვაძლევდნენ: აღგვეწერა ნახატი უსინათლოსთვის. ეს დამეხმარა მცოდნოდა რა ასპექტის აღწერაა საჭირო, რა დოზით და როგორ უნდა დაიცვა ბალანსი. მე უბრალოდ წარმოვიდგენდი თავს მსმენელის ადგილზე და ვცდილობდი აღმომეჩინა, რა განწყობით მესაუბრა, რა იქნებოდა სექსუალური იმ მომენტში.

მ.მ.: Pornhub გაძლევდათ რამე ინსტრუქციას?

კ.ს. მათ მითხრეს, რომ ეს საიტი სანამ დაიწყებდა ამაზე მუშაობას, მანამდეც სცადეს აღწერა და წარუმატებლობის მიზეზი იყო ზედმეტად სამედიცინო ტერმინების გამოყენება. ამიტომ მე მომიწია გავრკვეულიყავი უფრო მიწიერ ტერმინოლოგიაში, ჟარგონი, სლენგი და ა.შ.

კეთრინ სიმპსონი, ფრილანსერი

მ.მ.: მაგრამ თქვენ ცვლით ხოლმე სტილს, არ გაქვთ ერთგვარი ლექსიკა…

კ.ს.: დიახ, რადგან ერთგვაროვნება არაეფექტურია, კონტექსტსაც გააჩნია.

მ.მ.: რამდენჯერ უყურებდით ვიდეოს, სანამ აღწერდით?

კ.ს.: ძალიან, ძალიან ბევრჯერ ვუყურებდი, თუმცა ვიდეოს სიმარტივეს გააჩნია, თუ პოზებს იცვლიდნენ ხშირად, აღწერაც რთულდებოდა.

მ.მ.: უყურებდით უკვე დასრულებულ ვიდეოებს?

კ.ს.: არა, არ არის ეს საჩემო. მე დიდ პატივს ვცემ საიტს და პროფესიონალებს, ვამაყობ, რომ ჩართული ვიყავი ამ პროექტში, მაგრამ მე პორნოგრაფიის სამყაროს არ ვეკუთვნი.

მ.მ.: ისწავლეთ რამე ისეთი აქ, რაც გამოგადგებათ თქვენს სხვა ნაწერებში?

კ.ს.: მე ძალიან დავხვეწე აღწერის უნარი, ამაში შემჭიდროებული დედლაინებიც დამეხმარა.

მ.მ.: რამდენად შემჭიდროებული? თვე? რამდენიმე კვირა?

კ.ს.: ო, ღმერთო, არა, ეს იყო რამდენიმე დღე.

მ.მ.: რამდენიმე დღე?

კ.ს.: ო, დიახ.

მ.მ.: რა? ანუ უბრალოდ იკეტებოდით ოთახში და უყურებდით ტონობით პორნოს?

კ.ს.: თქვენ ალბათ იცით ბეჭდვა რა ტვინის მბურღველი საქმეა: გრძელი დღეები, შემჭიდროებული დედლაინები. მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ყოველივე ეხება სექსს! მე ნამდვილად არ მსურდა პენისის დანახვა დიდი ხნის განმავლობაში ამის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი