კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

სექსუალობის ალტერნატიული ისტორია საკლუბო კულტურაში

გთავაზობთ ლუისმანუელ გარსიას კვლევას კლუბური კულტურის ფესვების შესახებ, რომელიც ვითარდება ერთი საკითხის ირგვლივ საკლუბო სივრცე დაიბადა ლგბტ თემში, მაგრამ დღეს ეს  დავიწყებულია.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკულტო მნიშვნელობის სტატიის გაცნობა იმ კულტურასთან სწორი ინტეგრირებისთვის, რომელიც დღეს საქართველოში საკმაოდ პოპულარულია. წაკითხვის შემდეგ გაოცდებით, როცა აღმოაჩენთ, თუ რა მნიშვნელობას შეიძენს თქვენთვის კლუბური კულტურა.

სტატიის სულისკვეთება ასეთია – ჩვენ უბრალოდ Ravers არ ვართ, ჩვენ უნდა ვიყოთ მოცეკვავე აქტივისტები, რომლებიც დისკრიმინაციას, ჩაგვრას, შევიწროებასა და უსამართლობას უპირისპირდებიან სიყვარულის, თანასწორობისა და ერთიანობის იდეით.

(resident advisor, ავტორი: ლუის გარსია მანუელი)

მთარგმნელი: მარიამ ბურდილაძე

გასული წლის სექტემბერში ბერგჰაინმა ჩაატარა Promote Diversity Fundraising ღონისძიება, რომელიც დაიწყო კონცერტით და დილით გაგრძელდა, როგორც party.  ივენთზე დიჯეების ჩამონათვალს 24 საათის განმავლობაში 38 არტისტი დაემატა. ამიტომ გარდერობის ადგილას გაიხსნა მესამე საცეკვაო სივრცე. თითქმის ყველა DJ b2b უკრავდა საათ-ნახევრის მანძილზე.

იმავე კვირას მსგავსი Promote Diversity Fundraisers გაიმართა მიუნხენში (harry klein), პარიზში (Rex club) ნიუ-იორკში (Output/ the panter room ), თელ-ავივში (the Block), სან-ფრანცისკოსა (Holy Cow / Honey Soundsystem)  და ციურიხში(Heaven Club).  ამ ივენთებიდან მიღებული მთლიანი თანხა უნდა გადარიცხულიყო ერთ-ერთი ლგბტ უფლებების ორგანიზაციის ანგარიშზე, რომელიც აქტიურად ფუნქციონირებს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში.

კამპანია იყო პასუხი რუსეთის მიერ გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე  “ჰომოსექსუალური პროპაგანდის“ შესახებ, რამაც „მოახდინა საჯაროდ არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების” მხარდამჭერი განცხადებების კრიმინალიზაცია. მაგრამ, საკითხავია, რატომ უნდა მიიღონ ზომები გლობალურმა საკლუბო საზოგადოებებმა სექსუალური უმცირესობების მხარდასაჭერად? რა ადგილი და მნიშვნელოვა აქვთ მათ დღევანდელ საკლუბო კულტურაში?

Promote Diversity Fundraising-ის პრესრელიზში ნათქვამია: ”თანასწორობა და ტოლერანტობა არის ის ძირითადი ფასეულობები, რომლებასც კლუბი და მუსიკალური სცენა ყოველთვის უჭერს მხარს.” ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ის მუსიკალური სცენები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს დღევანდელი საცეკვაო ჟანრები – დისკო, ჰაუსი და ა.შ. მჭიდრო კავშირში იყვნენ მარგინალიზებულ ჯგუფებთან, მათ შორის LGBT საზოგადოებასთან, რასობრივსა და ეთნიკურ უმცირესობებთან.

არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი შეკითხვა: თუ ელექტრონული მუსიკის ფესვები არის სექსუალურად მრავალფეროვანი, რატომ არის საჭირო დღევანდელი აუდიტორიისათვის ამის ახსნა? იქნებ დაგვავიწყდა 70-იანი და 80-იანი წლების ქვიარ ღამეები?

ლორენ გრანიკი (AKA Goddollars): “ამჟამად ჩვენ ამერიკაში საცეკვაო მუსიკის მასიურ მეინსტრიმინგს განვიცდით. ამ სფეროში ახალბედების უმეტესობა, ჰეტერო/ თეთრკანიანი ახალგაზრდები, ძალიან არიან დაშორებული ქვიარ საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ მუსიკის შესაქმნელად ფერადკანიანმა ლგბტ ადამიანებმა ბევრი ოფლი დაღვარეს ღამის ჩიკაგოს სარდაფებში”.

მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაესვას იმ როლს, რომელიც LGBT საზოგადოებამ შეასრულა და დღემდე გვასწავლის საცეკვაო მუსიკის ახალ თაყვანისმცემლებს მის იდეალურობას, თანასწორობასა და მრავალფეროვნებას, რაც თავიდანვე მნიშვნელოვანი დნმ იყო საცეკვაო მუსიკისათვის.

თუ სექსუალური უმცირესობები ისტორიულად უმთავრესნი იყვნენ საცეკვაო მუსიკის კულტურის წარმოქმნაში, ახლა სად არიან ისინი? მიუხედავად იმისა, რომ Queer dance საღამოები იმართება, ქვიარ ადამიანები უმეტესწილად გაქრნენ მთავარ საცეკვაო სივრცეებიდან. რატომ და როგორ მოხდა ეს? ამას შეიძლება უკავშირდებოდეს დღევანდელი საკლუბო კულტურის მასშტაბები: უმცირესობებისთვის უფრო ადვილია მუსიკის სცენაზე დარჩენა, როდესაც ის მცირე და ადგილობრივია. მას შემდეგ, რაც კლუბური კულტურა მასიური და გლობალური მოვლენა გახდა, მარგინალიზებული ადამიანებისთვის გაცილებით გართულდა ყურადღების ცენტრში ყოფნა.

მაგრამ აპრობლემის კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ ისტორია იწერება გამარჯვებულების მიერ: რადგანაც საცეკვაო მუსიკა გახდა პოპულარული და დიდ წარმატებას მიაღწია, ხალხი, ვინც მის ისტორიას წერს, “უფრო აქტუალურ”, პირველ რიგში, ჰეტერო, თეთრი, საშუალო ფენის საზოგადოების კულტურას მიჰყვება. დავიწყების გზას ადგას უფრო მხიარული, ფერადი ქვიარ სცენები, სადაც ჯერ კიდევ ცეკვავენ ადამიანები და ცდილობენ შეინარჩუნონ კულტურა. ცხადია, რომ არსებობს არა – ერთი, არამედ მრავალი ისტორია. ყველას აქვს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები და, რაც უფრო მეტ ადამიანს აქვს წვდომა ინტერნეტსა და სხვადასხვა სტატიების გამოქვეყნებაზე, უფრო მეტი ალტერნატიული “ოფიციალური” ისტორიები იქმნება სხვადასხვა ივენთის წარმომავლობის შესახებ. მათ, ვისაც მარგინალიზებული ხალხის ისტორიის გაცნობა სურს, უნდა მოძებნონ ისტორიული დოკუმენტების არქივები,  რომლებიც უმეტესად დაწერილია ძლევამოსილების მიერ ძლევამოსილთა შესახებ და ძლევამოსილთათვის (mostly written by the powerful about the powerful for the powerful) და ის, თუ რას აკეთებდნენ კულტურის განვითარებისათვის ნაკლებად “ძლიერნი”. ამ სტატიის მიზანია კლუბური კულტურის ქვიარ ფესვების ხელახლა შემოწმება, შემდეგ კი ანდერგრაუნდ სცენის ქვეშ მომხდარი ისტორიების გაცნობა.

New York disco and garage

1970-იანი წლების დასაწყისში ნიუ-იორკში, ფერადკანიანი ქვიარ ადამიანები (აფრო-ამერიკული და ლათინო-კარიბული წარმომავლობის) და თავისუფლად მოაზროვნე ჰეტეროსექსუალები შეიკრიბნენ და შექმნეს პატარა სივრცეები ქალაქის ურბანულ გარემოში, სადაც ისინი უსაფრთხოდ იქნებოდნენ და გამოხატავდნენ საკუთარ თავს, გარდაიქმნებოდნენ სხვებად და მოიქცეოდნენ ისე, როგორც არ იყო მიღებული “ნორმალურ”, ყოველდღიურ სამყაროში.

მუსიკა ამ შეკრებების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, ივენთების ხმა კი, საბოლოოდ, გადაიზარდა სტილში, რომელსაც დისკო ეწოდა. საუნდი სოულის, ფანკის, ლათინური მუსიკის ნაზავი იყო და ოთხ-ოთხი დრამის დარტყმა ამოძრავებდა (four-four kick drum pattern).
დისკომ სახელი ფრანგული სიტყვა დისკოთეკიდან მიიღო, რაც ღამის ცხოვრების იმ ადგილებს აღნიშნავდა, სადაც ცოცხალი შესრულების ნაცვლად ისმოდა მუსიკის ჩანაწერები.

მაგრამ დისკო დისკოთეკებიდან არ დაწყებულა; დისკოს ისტორიების უმეტესობა იწყება The Loft- ით, David Mancuso-ს პირადი ივენთების სერიით, რომლებიც მანჰეტენის აღმოსავლეთ მხარეში მდებარე მის ბინაში იმართებოდა. დეივიდი იყო დიჯეი და იმ ცერემონიების წამყვანი, რომლებიც ღამით შერეული სექსუალობის, გენდერის, ეთნიკური წარმომავლობისა და სოციალური კლასების მხარდაჭერას ემსახურებოდა.

როცა მანქუსოს წვეულებების შესახებ ხმა გავარდა, ქვედა და მიდთაუნის მანჰეტენში ისეთ დისკოთეკებზე დაიწყო ამ მუსიკის განვითარება, როგორიც იყო Nicky Siano’s the gallery. 1973 წლისთვის ამ ჟღერადობის პოპულარობა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ცნობილ მუსიკალურ ჟურნალისტს ვინს ალეტს დაეწერა პირველი სტატია დისკოთეკაზე (“Discotheque Rock ’72: Paaaaarty!”) ჟურნალ Rolling Stone-ისთვის.
სტატიაში მან აღწერა ადგილობრივი დისკოს სცენა, როგორც აყვავებული მიწისქვეშა სივრცე “juice bars, after-hours clubs, private lofts open on weekends to members only,” რომელიც აერთიანებდა hardcore მოცეკვავე შავკანიან, ლათინო და LGBT ადამიანებს.

მოგვიანებით, 70-იან წლებში, დისკომ პოპულარობა მოიპოვა და განვითარდა ღამის ცხოვრების ეკონომიკაში, ინტეგრირდა მთავარ მუსიკალურ სივრცეებში, ეთერში გაისმა ეროვნულ და საერთაშორისო რადიოებში და თანდათანობით მიიპყრო თეთრი, ჰეტეროსექსული საშუალო კლასის ყურადღება, რითაც გაფართოვდა მისი აუდიტორია. ეს იყო დრო, როდესაც დაიწყო ისეთი დისკო კლუბების გახსნა, როგორებიცაა Studio 54 (1977) და Paradise garage (1976) ნიუ-იორკში, ისევე როგორც EndUp (1973) და Trocadero Transfer (1977) სან-ფრანცისკოში. ამ პერიოდში დაიწყეს მოღვაწეობა ცნობილმა დისკოს ჟანრის არტისტებმა : Donna Summer, Chic, Bee Gees, KC და Sunshine Band.

როდესაც დისკოს ჩანაწერებმა დაიწყეს მუსიკის ბაზრების ათვისება, თავად დისკო უფრო და უფრო კარგავდა კავშირს ქვიარ, შავ და ლათინურ ფესვებთან. მაგრამ ეს კავშირი ბოლომდე არ გამქრალა: როდესაც 70-იანი წლების ბოლოს დისკო ბაზარი ჩამოინგრა და ამერიკაში ანტი-დისკოს საწინააღმდეგო რეაქცია დაიწყო, დისკოს კრიტიკოსებმა მოულოდნელად გაიხსენეს მისი სექსუალური და რასობრივი წარმოშობა. ანტი-დისკოს ლოზუნგი, “Disco Sucks”, რომელიც მაისურებსა და ბამპერის სტიკერებზე გამოჩნდა არ იყო მხოლოდ 70-იანი წლების მეტაფორა: ეს იყო პირდაპირი მითითება ქვიარ ადამიანებზე, რაც ატარებდა ჰომოფობიურ დამოკიდებულებას დისკოსა და მისი გულშემატკივრების მიმართ.

ჩიკაგოში, 1979 წლის 12 ივნისს, WLUP disc ჟოკეიმ სტივ დალმა მოაწყო დისკოს დანგრევის ღამე კომისკის პარკში, White Sox- სა და Detroit Tigers შორის თამაშის დროს. მაყურებლები მოიწვიეს, რათა მოეტანათ არასასურველი დისკოს ჩანაწერები, რომლებიც თამაშის შესვენების დროს მოედნის შუა ნაწილში მოათავსეს და დინამიტით ააფეთქეს.
“disco sucks” სკანდირებისას, ფანები გადავიდნენ მოედანზე და დაიწყეს აჯანყება. ანტი-დისკოს განწყობის ეს კოლექტიური გამოსვლები არ იყო ისეთი სპონტანური ან „გამძაფრებული“, როგორც პრესამ მოგვიანებით გახადა. სინამდვილეში, როგორც ალისა ექოლსი ეხება თავის დისკოს ისტორიაში- Hot Stuff: Disco and Remaking Of American Culture, ეს რეაქცია დიდწილად იყო ორგანიზებული რამდენიმე უკმაყოფილო რადიოს წარმომადგენლის მიერ (Dahl, but also Lee Abrams and Kent Burkhart), ვინც ორკესტრირებას უწევდა პროგრამების შეცვლას რამდენიმე რადიოსადგურში, რათა მოგება ენახათ ანტი-დისკოს მოძრაობიდან.

მაგრამ დისკოს დაშლა ერთი ღამით არ მომხდარა. გაყიდვების ვარდნა უკვე დაწყებული იყო და განაგრძობდა შემცირებას 80-იან წლებში. აშშ-ს გარეთ, დისკო შეერწყა 80-იანი წლების საცეკვაო პოპს, ახალ ტალღასა და ინდუსტრიულ მუსიკას. ამის მიუხედავად, ზოგიერთი ცვლილება შოკისმომგვრელად მოულოდნელი იყო. ლეიბლების უმეტესობამ დახურა მათი დისკოს განყოფილება, გაათავისუფლა თანამშრომლები და გააუქმა არტისტებს კონტრაქტები. დისკოს დაღმასვლა განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ღამის კლუბებისთვის, ხოლო რამდენიმემ შეინარჩუნა ანდერგრაუნდ სივრცე და გადაინაცვლა post-disco მიმდინარეობაში.

ნიუ-იორკში, ამ გადარჩენილი კლუბებიდან ყველაზე ცნობილი იყო Paradise Garage, რომელიც მასპინძლობდა ქვიარ, შავკანიან და ლათინო აუდიტორიას. კლუბის რეზიდენტმა Larry Levan-მა შეინარჩუნა მოცეკვავეების ერთგულება და განავითარა გამორჩეული საუნდი, რომელიც მოგვიანებით გარდაიქმნა “Garage”-ში. ამ მიმდინარეობის შესახებ მრავალი განსხვავებული აზრი არსებობს, ბევრისთვის Garage წინამორბედი იყო ჰაუს მუსიკის, ზოგისთვის კი ის პარალელურად განვითარდა ან ჰაუს მუსიკის ქვეჟანრია. Garage-ს ტემპი უფრო ნელია ვიდრე ჩიკაგოს ჰაუსი, მასში წარმოდგენილია დისკო, R&B, სოული და ფანკი, თუმცა ფოკუსირებულია gospel-inflected ვოკალზე. კლუბები Paradise Garage, The Saint და Zanzibar, ინარჩუნებდნენ პოსტ-დისკოს ტრადიციას ნიუ -იორკში და ნიუ-ჯერსიში მთელი 80-იანი წლების განმავლობაში, მოგვიანებით კი ახალმა კლუბებმა, როგორებიცაა Sound Factory და Twilo, შემოიტანეს კლუბური კულტურა 90-იან წლებში.

Chigaco House

“ჩიკაგო ჰაუსის ისტორიების უმეტესობა იწყება ნიუ-იორკელ დისკო არტისტ ფრენკ ნუკლისთან (Frankie Knuckles) ერთად, რომელიც უკრავდა ლარი ლევანთან ერთად მანჰეტენში მდებარე გეი საუნა Continental Baths-ში. როცა ჩიკაგოში რობერტ უილიამსმა 1977 წელს გახსნა კლუბი City’s West Loop და ლარი ლევანს შესთავაზა რეზიდენტობა, მან უარი განაცხადა, რადგან ის უკვე იყო Paradise Garage-ს მუდმივი არტისტი. ლევანმა რეკომენდაცია გაუწია Knuckles, რომელიც ჩიკაგოში გადავიდა და გაუძღვა Warehouse-ს, საცეკვაო კლუბს, რომელსაც, ძირითადად, შავკანიანი და ლათინო გეი მამაკაცები წარმოადგენდნენ. როდესაც კლუბმა გააორმაგა შესვლის საფასური, 1982 წელს ფრენკმა დატოვა Warehouse და შექმნა საკუთარი კლუბი, The Power Plant. Warehouse-მა კი შეიცვალა სახელი Music Box-ად და დაიქირავა არტისტი DJ Ron Hardy.

Knuckles, Hardy და მრავალი სხვა პროდიუსერი და დიჯეი გახდნენ ჩიკაგოს ჰაუსის დამფუძნებლები. ჩიკაგოს ჰაუსის საუნდი ქალაქის ქვიარ და შავ კლუბებში შეიქმნა და განვითარდა ძველი დისკოს მიქსინგით იტალიურ დისკოსთან, ფანკთან, ჰიპ-ჰოპთან და ევროპულ ელექტრო პოპთან. განსხვავებით NY Garage-ის მძიმე gospel-ისა და სოულის გავლენებისგან, ჩიკაგოს ჰაუსი ძირითადად ფანკსა და უფრო მაღალი ენერგიის “jacking” ხმას დაეყრდნო, რომელსაც ამოძრავებდა დასარტყამი ინსტრუმენტები და უფრო მაღალი ტემპები. 80-იანი წლების ბოლოს ჰაუს მუსიკა უფრო hard და dark გახდა, რადგან დიჯეებმა და პროდიუსერებმა დაიწყეს ექსპერიმენტები Roland TR-303 სინთეზატორის ხმაზე. ეს გამბედავი, ფსიქოდელიური ქვე-სტილი ცნობილი გახდა, როგორც “acid ჰაუსი” და მოგვიანებით გამოჩნდა პირველი საუნდრტრეკებით ბრიტანეთის ეისიდ ჰაუსის საცეკვაო სცენაზე დეკადის ბოლოს.

დიდ ბრიტანეთში ჰაუსისა და ეისიდ ჰაუსის მზარდმა პოპულარობამ არამარტო რეკორდული გაყიდვები, არამედ ახალი ტურები მოუტანა ჩიკაგოს დიჯეებს, რომლებმაც დაიწყეს ხშირად მოგზაურობა და დაკვრა ევროპაში თეთრი და ჰეტერო ადამიანებისათვის, მაშინ როცა მუსიკალური სცენა, რომელსაც წარმოადგენდნენ, ისევ უგულვებელყოფილი იყო ადგილობრივი ამერიკული მუსიკალური ბაზრის მიერ. ასე რომ, იმის მიუხედავად რაც 1979 წელს დისკოს დანგრევის ღამეს მოხდა, დისკო ჩიკაგოში არ მომკვდარა. იგი უბრალოდ მიწისქვეშეთში დაბრუნდა ქვიარ საცეკვაო სცენაზე და დაბრუნდა, როგორც stripped-down, jacking, raw ჰაუს მუსიკა”.

კომენტარები

კომენტარი