საშემსრულებლო ხელოვნება

რობი უილიამსი Take That-ს უბრუნდება ვირტუალური კონცერტისათვის

ჯგუფი Take That კვლავ ერთად შეიკრიბება. 90-იანების ჰიტების ბრიტანელი შემქმნელები ერთიანდებიან რობი უილიამსთან ერთად ვირტუალური კონცერტისათვის 29 მაისს, რათა შეასრულონ სიმღერები, რომლებმაც პოპ ჯგუფი ცნობილი გახადა.

უილიამსი შეუერთდება ჰოვარდ დონალდს, მარკ ოუენს და გარი ბარლოუს და ისინი თავიანთი სახლებიდან იმღერებენ, რათა თანხები მოიზიდონ საქველმოქმედო ფონდისთვის. ჯგუფის ყოფილი წევრი – ჯეისონ რანჯი არ ჩაერთვება კონცერტში.

1995 წელს ჯგუფის მიტოვების და სოლო კარიერის დაწყების შემდეგ რობი უილიამსს უკან არ მოუხედავს ყოფილი ჯგუფისკენ. Angels-ის შემსრულებელი აღიარებულია ყველაზე წარმატებულ ბრიტანელ სოლო მომღერლად ალბომების ჩარტების ოფიციალურ ისტორიაში და გაყიდული აქვს 70 მილიონ ალბომზე მეტი მსოფლიო მასშტაბით.

2012 წელს, ლონდონის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე ჯგუფის გამოსვლისას რობი არსად ჩანდა, თუმცა გასულ თვეში რობიმ ჩაწერა დუეტი ბარლოუსთან ერთად – 2010 წლის სიმღერა “Shame”, რაც ერთგვარი მინიშნება იყო, რომ ერთად გამოვიდოდნენ.

კომენტარები

კომენტარი