საშემსრულებლო ხელოვნება

რიჰანა მიკ ჯაგერსა და ელტონ ჯონზე მდიდარია

წარმოშობით ბარბადოსელი პოპ მომღერალი რიჰანა, რომელიც შარშან ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, დიდი ბრიტანეთის უმდიდრეს მუსიკოსებში წინ უსწრებს ისეთ ცნობილ ბრიტანელებს, როგორებიც არიან: მიკ ჯაგერი და ელტონ ჯონი.

ვარსკვლავის კოსმეტიკის და საცვლების კომპანიების და ასევე მისი მერვე ალბომის გაყიდვებიდან შემოსავალმა მისი ქონება დაახლოებით 468 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე გაზარდა. ასევე მნიშვნელოვანწილად ზრდის მის ქონებას მისი 15 პროცენტიანი წილი ფრანგულ ბრენდში LVMH, რაც შეადგენს 351 მილიონ გირვანქა სტერლინგს.

მიუხედავად დაახლოებით 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის დანაკარგისა მიმდინარე პანდემიის გამო, სიის პირველი ნომერია ენდრიუ ლოიდ ვებერი 800 მილიონი გირვანქა სტერლინგით და სერ პოლ მაკარტნი ასევე 800 მილიონი გირვანქა სტერლინგით.

სიის შემდგენელი – რობერტ უოტსი აცხადებს, რომ შეიცვალა ვითარება და 1989 წლისგან განსხვავებით, სადაც ძირითადად შუა ხნის თეთრკანიანი მამაკაცები ლიდერობენ, თანაც უფრო მეტად არისტოკრატიული წრეებიდან და ეკონომიკური სფეროდან, „დღეს ფული კეთდება სხვადასხვანაირად და ყველა ტიპის სხვადასხვა ადამიანების – მაგალითად რიჰანას მიერ“ – ასკვნის უოტსი.

კომენტარები

კომენტარი