საშემსრულებლო ხელოვნება

რიანა: ,,მიყვარს, როდესაც ჩემი ფანების ანტაგონისტი ვარ”

რიანას ფანები 2016 წლის შემდეგ მის ახალ ალბომს მოუთმენლად ელიან. უკვე დიდი ხანია, რაც ალბომის ,,Anti’’-ს გამოსვლა არის დაანონსებული, თუმცა შეკითხვაზე, თუ როდის იქნება ის მზად, რიანა ხუმრობით პასუხობს: გაგრძელება იქნება.

როგორც ჩანს, მომღერლის მეცხრე სტუდიური ალბომის გამოსვლის დღე ისევ გადაიდო.

,,მიყვარს, როდესაც ჩემი ფანების ანტაგონისტი ვარ… თუმცა, ისინიც ხშირად მექცევიან ასე! მე მხოლოდ პასუხს ვუბრუნებ’’ – განაცხადა მომღერალმა.

რიანამ ცოტა ხნის წინ ალბომის დეტალებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის რეგის სტილში იქნება: ეს ტიპიური რეგი არ იქნება, მაგრამ მის გავლენას ცალსახად იგრძნობთ. ეს ჟანრი თითქოს ჩემს სისხლშია. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად შორს ვარ ამ კულტურისგან. ის მე არასდროს მტოვებს.

რიანა ბოლო წლებში დიზაინერობით არის დაკავებული. ის მსოფლიოს სხვადახვა კუთხეში მოგზაურობს და ჩვენებებს აწყობს, შესაძლოა ამიტომ ჭიანურდება ალმობის გამოშვებაც. რიანამ ამაზეც ისაუბრა: მუსიკა სამყაროსთან საუბრის კოდირებული საშუალებაა. ეს უცნაური ენაა, რომელიც მასთან მაკავშირებს,ე მე, როგორც დიზაინერს, მე, როგორც ქალის, რომელიც მაკიაჟს ქმნის. ყველაფერი მუსიკით დაიწყო’’.

კომენტარები

კომენტარი