კინო

რეჟისორი ფრანკო ძეფირელი გარდაიცვალა

96 წლის ასაკში იტალიელი რეჟისორი ფრანკო ძეფირელი გარდაიცვალა.

რეჟისორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში მკვეთრად გაუარესდა. ის რომში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

რეჟისორი, რომელიც ოსკარზე ორჯერ იყო ნომინირებული, სილვიო ბერლუსკონის პარტიიდან ორჯერ იყო არჩეული იტალიის სენატში. 

ძეფირელი ყველაზე მეტად “რომეო და ჯულიეტას” 1968 წლის ეკრანიზაციითაა ცნობილი, სადაც მთავარი როლებს ლეონარდ უაითინგი და ოლივია ჰასი თამაშობენ. 

ძეფირელიმ კარიერა 1940-ანი წლების ბოლოს მსახიობის და თეატრის მხატვრის რანგში დაიწყო. 1950-ან წლებში ის თეატრალური და საოპერო დადგმების რეჟისორი გახდა. პირველი ფილმი „კემპინგი“ კი 1957 წელს გადაიღო. 1968 წელს მისი გადაღებული „რომეო და ჯულიეტა“ შექსპირის ამ ნაწარმოების ყველაზე წარმატებულ კლასიკურ ეკრანიზებად არის აღიარებული. მის ცნობილ ფილმებს შორისაა ასევე „ჭირვეულის მორჯულება“ (1967), „ჰამლეტი“ (1990) და „ჯეინ ეარი“ (1996). მთლიანობაში ძეფირელიმ 20-მდე ფილმი გადაიღო.

1977 წელს მან მიიღო ორდენი „იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებებისთვის“. 2004 წელს ძეფირელის ბრიტანეთის იმპერიის ორდენის რაინდი კომანდორის წოდება და სერის ტიტული მიანიჭეს. 

ძეფირელი – „ემის“ ორგზის და BAFTA-ს მფლობელია. ის ორჯერ იყო „ოსკარზე“ წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი