საშემსრულებლო ხელოვნება

რეპერი ლეკრეი მური უსახლკაროების ჰიგიენაზე ზრუნავს

გრემის მფლობელი ჰიპ-ჰოპის მომღერალი ლეკრეი მური დაეხმარება სხვადასხვა ორგანიზაციებს, რათა დამზადდეს და გავრცელდეს მობილური ხელსაბანი სადგურები ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში, ადგილებში, სადაც უსახლკარო ადამიანების დიდი სიმჭიდროვეა. ლეკრეიმ და ორგანიზაცია „სიყვარული კედლებს მიღმა“ მოხალისეებმა უკვე დაამზადეს 15 ასეთი სადგური, აავსეს წყლითა და სანიტაიზერით და დატვირთეს მანქანებზე გასავრცელებლად.

ლეკრეი, რომელიც 2013 წლის გრემის გამარჯვებულია ალბომისათვის „მიზიდულობა“, აცხადებს: „მე მსურდა გამეგრძელებინა იმავე საქმის კეთება, რასაც აქამდეც ვაკეთებდი ნებისმიერ ქალაქში, სადაც ვცხოვრობდი და ეს საქემა არის ახლოს ყოფნა იმათთან, ვინც გარიყულია და მარგინალიზებულ თემს ეკუთვნის“.

ტერენს ლესტერი, ორგანიზაცია „სიყვარული კედლებს მიღმა“ დამფუძნებელი ამბობს: „ჩვენ ვართ აქ, რათა ჩვენი წილი საქმე გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ პანდემიის დროს ადამიანებს ამ ელემენტარულ საჭიროებაზე წვდომა ჰქონდეს“.

კომენტარები

კომენტარი