ვიზუალური ხელოვნება

რეკლამა თუ საჩუქარი ? – კლიმტის ნახატის (ყალბი) ქურდობა

იტალიის პოლიციამ დაკითხა იმ მუზეუმის ყოფილი დირექტორი, საიდანაც მოიპარეს გუსტავ კლიმტის ნახატი „ლედის პორტრეტი“ (1916-17). როსელა ტიადინა, სტეფანო ფუგაცას ქვრივია, რომელიც ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ პიაჩენცას რიჩი ოდის თანამედროვე ხელოვნების გალერეის დირექტორი იყო.

ნახატი 1997 წლის 22 თებერვალს წაიღეს გალერეიდან და იგი იპოვა მებაღემ გასული წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც მოხსნეს ლითონის ფირფიტა გალერეის გარე კედელს. ჩანთაში დამალული ნახატი ღრმულში იყო ჩაფლული. იანვრის დასაწყისში, გალერეამ დაადასტურა, რომ ნამუშევარი ნამდვილად კლიმტს ეკუთვნის და შეფასებულია 60 მილიონ ევროდ.

გამოძიება დააჩქარა ფუგაცას დღიურმა, რომელიც 2016 წელს იპოვეს. 2009 წელს გარდაცვლილი ფუგაცა დღიურში წერდა „მე ვკითხე ჩემს თავს, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო, რათა კლიმტის გამოფენა მეტად გახმაურებული ყოფილიყო, რათა მისთვის უპრეცედენტო სახალხო წარმატება მომეტანა და იდეა, რომელიც მომივიდა, იყო კლიმტის ყალბი ქურდობის ორგანიზება, სწორედ გამოფენის გახსნის წინ (სწორედ ესაა, რაც მოხდა, ღმერთო ჩემო) და შემდეგ მისი პოვნა გამოფენის დაწყებისთანავე.“  

ასევე საინტერესოა, რომ იანვარში იტალიურ გაზეთ „ლიბერტაში“ დაიბეჭდა ორი კაცის აღსარება: ისინი ამბობდნენ, რომ 60 წელს გადაცილებულნი არიან: „ჩვენ ვართ კლიმტის „ლედის პორტრეტის“ ქურდობის ავტორები და ჩვენ ქალაქს გავუკეთეთ საჩუქარი კანვასის დაბრუნებით“.

კომენტარები

კომენტარი