კინო

რა ცვლილებებით გამოვა „მატრიცა 4“

ფილმში – „მატრიცა 4“ კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი ბრუნდებიან, როგორც ნეო და ტრინიტი, თუმცა მრავალი სხვა პერსონაჟი ვერ დაბრუნდება ფილმის გაგრძელებაში. ჯერჯერობით დადასტურებული არაა, რომ ლორენს ფიშბერნი დაბრუნდება მორფეუსის როლში.

„მატრიცა 4“ გამოვა 2021 წელს, 19 წლიანი პაუზის შემდეგ. 1999 წლის ფილმი მალევე გახდა სამეცნიერო ფიქციის ჟანრის იკონური ნაწარმოები, თუმცა მომდევნო გაგრძელებები – „გადატვირთული მატრიცა“ და „მატრიცის რევოლუციები“ ფართოდაა აღიარებული, როგორც უფრო ნაკლები ხარისხის.

მიუხედავად ამისა, ფილმის გაგრძელების მოთხოვნა  ათწლეულების განმავლობაში ისმოდა, სანამ Warner Bros.-მა და Village Roadshow Pictures-მა არ გამოაცხადეს, რომ „მატრიცა 4“ ჩაშვებულია, ოღონდ ამჯერად დები ვაჩოვსკებიდან ერთ-ერთის ხელმძღვანელობით. ჭორების დონეზე ცნობილი ხდება, რომ ახალ ფილმში პერსონაჟების ახალი თაობა იქნება წარმოდგენილი და საერთოდაც, ეს იქნება ახალი ტრილოგია ან ეს იქნება დროში მოგზაურობის ამბავი.

კომენტარები

კომენტარი