კულტურა

რა ღონისძიებების გამართვა იგეგმება გორის დღეების ფარგლებში?

ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაული, გორის დღეები 2017  11 ოქტომბერს დაიწყება. წლევანდელი ღონისძიებები წინა წლებისგან განცხვავებულ, საფესტივალო კვირეულის ფორმატში ჩატარდება.

11, 12 და 13 ოქტომბერს გორელებისთვის საგუნდო მუსიკის საეღტაშორისო ფესტივალი “გორი 2017” გაიმართება. კონცერტებს გორის კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში უმასპინძლებს.

15 ოქტომბერს იგეგმება გორის დღეების საზეიმო ღონისძიებები ღია ცის ქვეშ.

16 ოქტომბერს კი, აღინიშნება გორელი მწელის, ვანო ჩხიკვაძის 70 წლის იუბილე.

სახალხო დღესასწაულის დეტალების და საბოლოო პროგრამის დაზუსტება ამჟამად მიმდინარეობს.

ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი