საშემსრულებლო ხელოვნება

რა ღონისძიება იგეგმება ხიდზე დღეს?

დღეს, 27 ოქტომბერს, ხიდზე, ღამის 11–ის ნახევრიდან 9–მდე შემდეგი შემსრულებლები დაუკრავენ:

James Ruskin – ბრიტანელი დიჯეი და პროდიუსერი. მისი მუსიკალური წარსული ძირითადად მოიცავს ჰიპ-ჰოპ და ელექტრო ჟანრებს, რომლებსაც მოგვიანებით დაემატა დეტროიტული ტექნოს გავლენა. 1991 წელს სწორედ დეტროიტულმა სცენამ უბიძგა მას მისი დღევანდელი პროფესიისკენ. 1997 წელს გამოიცა James-ის პირველი EP ლეიბლ Surface Records-ზე, რომელშიც შესულია მისი და Richard Polson-ის ერთობლივი ნამუშევრები. 1996 წელს სწორედ მათ დაარსეს ლეიბლი BlueprintRecords, რომელიც დღეისათვის უკვე 77 რელიზს მოიცავს, გამოიცა ისეთი არტისტების EP-ები, როგორებიცაა: oliver ho, O/V/R, Sigha, Samuel Kerridge, Makaton და სხვა. James-ის დისკოგრაფია შედგება 31 EP-ს, 4 ალბომისა და მრავალი რემიქსისაგან. მისი მუსიკა გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: Tresor.Berlin (OFFICIAL), Surface Records, Blueprint Records, Ostgut Ton და ა.შ. Ruskin-ის ერთობილივი პროექტებია: Outline და Void (Richard Polson-თან ერთად), The Fear Ratio და Deadhand (Mark Broom-თან ერთად), O/V/R (Karl O’Connor, იგივე Regis-თან ერთად).

► residentadvisor.net/dj/jamesruskin

Stephanie Sykes – KHIDI-ს და Jaded-ის რეზიდენტი ბრიტანელი დიჯეი და პროდიუსერი. იგი ამჟამად მანჩესტერში ცხოვრობს. სწორედ მანჩესტერი დაეხმარა მას, რომ ეპოვნა სტაბილურობა და გაეცნო მრავალი მუსიკალური ღირსება. Stephanie-ს მანჩესტერში ყოფნა დაეტყო ამავე ქალაქის კლუბური სცენის მრავალ ღამეს. მას შემდეგ რაც იგი დაუკავშირდა ტექნო პიონერ Dasha Rush-ს იგი გახდა Dasha-ს ლეიბლ Fullpanda Records-ის წევრი, რომელზეც 2014 წლის 12 დეკემბერს გამოიცა EP “Luna Tactus”, სადაც შესულია მისი ორი ტრეკი “Perplex” და “Hypo” Fjäder-ის “Ison” და „Satori”-სთან ერთად. სწორედ ამ EP-ით შედგა მისი დებიუტი. მას შემდეგ გამოიცა მისი ორი EP თურქულ ლეიბლ VENT-ზე და “Walking Alone” EP ლეიბლ Prodigal Son-ზე, რომელში შესული ორი ტრეკი გაარემიქსეს ისეთმა არტისტებმა, როგორებიცაა: Ansome და Edit Select.

► facebook.com/Stephanie-Sykes-190914074366398
► soundcloud.com/stephanie-sykes
► residentadvisor.net/dj/stephaniesykes-uk

Boyd Schidt – KHIDI-ს რეზიდენტ დუო Greenbeam & Leon-ის წევრის, ლეონ ლოლიშვილის ტექნო პროექტი, რომელიც დაახლოებით 8 წელია არსებობს. 2014 წელს Boyd Schidt-ის “Morning Utopia” მოხვდა Studio R-ის კრებულში: Fred P. AKA Black Jazz Consortium, Brendon Moeller Echologist Beat Pharmacy-სა და Zadig-ის ტრეკებთან ერთად. იმავე წელს ქართველმა არტისტმა WaveReform records-ზე გამოაქვეყნა სოლო რელიზი “Structure”. დღესდღეობით ქართველი ტექნო პიონერი ჯერ კიდევ აქტიურადაა ჩართული მუსიკის შექმნასა და დიჯეინგში მსოფლიოს გარშემო, რითიც თავისი წვლილი შეაქვს ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის განვითარებაში. 2017 წელს ლეონმა მეგობარ პოლონელ არტისტ N1KT-თან ერთად დაარსა დაბ ტექნო ლეიბლი 2529 KM, რომლის პირველი კრებული 9 ოქტომბერს გამოიცა და შესულია: Boyd Schidt, N1KT, Idealist და Stojche-ს ტრეკები.

► facebook.com/boydschidt
► soundcloud.com/boyd-schidt-22
► residentadvisor.net/dj/boydschidt

DJ Soul Explosion

► facebook.com/djsoulexplosion

Sevda – ქართველი არტისტის, ლადუკა ნინუას ერთ-ერთი პროექტია, რომელსაც კარგად ვიცნობთ მისი სხვა პროექტებით – Oimactta, TU JI, OTHR.
დაახლოებით ერთი წლის წინ Sevda ანონიმური ცრემლებით გაეცნო მსმენელს – #G.13, #Shen. ეს იყო მისთვის საშუალება სხვა ფორმით მოეყოლა თავისი ისტორიები. მიუხედავად ანონიმურობისა, დაკვირვებულ ყურს არ გამოპარვია ლადუკასთვის დამახასიათებელი Pad-ები და ავთენტური მელანქოლია. პროგნოზირებდნენ, რომ პროექტის უკან სწორედ რომ ის იდგა. Sevda
არტისტისთვის ჟანრობრივი ექსპერიმენტი იყო, აქამდე თუ ის მსმენელისთვის ნაცნობი იყო Lo-Fi, Witch Wave, IDM, Techno ჟღერადობებით, ამ პროექტით უკვე Lo-Fi House, Deep House-ითაც გაგვეცნო.
ადგილობრივმა პუბლიკამ Sevda მარტივად მიიღო და შეიყვარა, რადგან თითქოს მსმენელთა გამოუთქმელი სევდის კონვერტაცია ამ პროექტში მოხდა.

► facebook.com/Sevdamsc
► soundcloud.com/sevdamsc

I ლიმიტი – 20 GEL
II ლიმიტი – 30 GEL
ბილეთის ფასი კარზე – 40 GEL

კომენტარები

კომენტარი