კინო

რა მწვერვალებს იპყრობს ქართული ფილმი “დედე”?

“არტნიუსი” გთავაზობთ იმ წარმატებათა ჩამონათვალს, რომელიც ქართულმა, სვანურ ენაზე გადაღებულმა მხატვრულმა ფილმმა “დედე” მოიპოვა.

1. ფილმი წარდგენილი არის აზიის ოსკარზე, კულტურული მრავალფეროვნების ჯილდოზე, რომელიც იუნესკოს პატრონაჟით გაიცემა.
2. მსოფლიო პრემიერა სამი თვის უკან შედგა და მას შემდეგ არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელიც გახდა.
3. A კლასის კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი(ჩეხეთი) – ჟიურის პრიზი
4. ავანტურას საერთაშორისო კინოფესტივალი (ხორვატია) – გრანპრი                                                              5. ბუდაპეშტის კინოფონდიდან მხარდაჭერა რეჟისორის შემდეგი პროექტისთვის.
6. ბათუმის საავტორო ფილმების კინოფესტივალი – ჟიურის პრიზი
7. ფორტლაუდერდალეს საერთაშორისო კინოფესტივალი (ამერიკა) – ჯგუფის პრიზი
8. მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალი (საფრანგეთი) – მაყურებლის პრიზი
9. ტოფიფესტის კინოფესტივალი (პოლონეთი) – საუკეთესო რეჟისორის პრიზი
10. სან-პაულოს კინოფესტივალი(ბრაზილია) -ფესტივალზე შერჩეული 135 ფილმიდან, მაყურებელმა 14 ფილმი აარჩია, მათ შორის “დედე” .
11. 16 ნოემბრიდან საბერძნეთში გამოვა კინოთეატრებში.
12. ასევე მიწვეული არის არაერთ კინოფესტივალზე და შემდგომი წარმატებები და სიახლეები ეტაპობრივად გამოქვეყნდება ამ გვერდზე 

ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, რომ “დედე” სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს კიდეც. „დედეს” გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა.

კინოპროექტი “დედე” ეროვნული კინოცენტის, Doha Film Institute-სა და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი