შემოქმედებითი ინდუსტრიები

რა მასშტაბური მუსიკუალური ფესტივალები ტარდება წელს საქართველოში?

4GB 2018

მოგეხსენებათ, 4GB ფესტივალის ერთი შაბათ-კვირა უკვე დასრულდა. შემდეგი სესია 25-26 მაისს, ისევ და ისევ, საგურამოს კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრში ჩატარდება.

25 მაისი
Berlin Atonal Presents:/• Emptyset /• Roly Porter + MFO /• Laurel Halo /• Veronica Vasicka /• Pact Infernal /• Substance aka DJ Pete /• Skee Mask /• Octachoron /• Esi /• Ndrx & Kancheli

26 მაისი

• Tobias Thomas /• Fantastic Twins /• Ańii /• Reinhard Voigt /• Michael Mayer

James Blunt at Independence Day

2018 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება ცნობილი შემსრულებლის, James Blunt-ის კონცერტი.

ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ბრიტანელი ვარსკვლავი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვევა საქართველოს და შეასრულებს სიმღერებს მისი ბოლო ალბომიდან „Afterlove”.

პროგრამა:

18:30 – LOUDspeakers
19:30 – Young Georgian Lolitaz
20:30 – The Parlotones (სამხრეთ აფრიკა)
22:00 – James Blunt (გაერთიანებული სამეფო)

KHIDI 中 2 YEARS

1-2 ივნისს KHIDI წარმოგიდგენთ 36 საათიან ივენთს.

1 ივნისი

INVOLVE RECORDS-ის შოუქეისი, რომლის ფარგლებშიც დაუკრავენ ლეიბლის დამაარსებელი და KHIDI-ს რეზიდენტი REGAL, იტალიელი არტისტი Giuseppe Maffei პროექტით Z.I.P.P.O, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ახალბედა იტალიური დუო 999999999 და ლეიბლის მენეჯერი, დამწყები ესპანელი არტისტი _ASSTNT.

G2-ში დაუკრავენ Lobster Theremin-ის ოჯახის წევრი და კლუბის რეზიდენტი TRP, ლადუკა ნინუა G2-ის რეზიდენტი ჰაუს პროექტით SEVDA.

2 ივნისი

უკვე ლეგენდარული იტალიური პროექტის Voices From The Lake-ის წევრი NEEL, KHIDI-ს რეზიდენტი და Hypnus Records-ის ოჯახის წევრი LUIGI TOZZI და ANTONIO RUSCITO ერთობლივი ლაივ შესრულებით წარდგებიან, REZO GLONTI, ESI, კლუბის რეზიდენტები, ადგილობრივი ტექნო სცენის პიონერი ლეონ ლოლიშვილი სოლო პროექტით BOYD SCHIDT და ახალბედა არტისტი ირაკლი დანელია პროექტით YANAMASTE.

G2-ში დაუკრავენ კლუბის რეზიდენტი დუო DIGITAL GROOVE AFFAIR და ლუკა მეტრეველი ელექტრო/ჰაუს პროექტით L8.

Tbilisi Open Air 2018

Tbilisi Open Air ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ფესტივალია, რომელიც ბოლო წლების მანძილზე მუდმივად ტარდება და საქართველოში ყოველთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენაა.

წელს ფესტივალი 22-24 ივნისს გაიმართება, ტრადიციულად, Lisi Wonderland ის ტერიტორიაზე, სადაც 4 სცენა დახვდება მისულ სტუმარს, ესენია: Main Stage, Eye Stage, Garden Stage, Singer Jazz Stage.

გთავაზობთ მთავარი სცენის პროგრამას:

22 ივნისი 

KAYAKATA || REJJIE SNOW || BEARDYMAN || EKO & VINDA FOLIO || CHE LINGO || TOYSHEN

23 ოვნისი

RÓISÍN MURPHY || RACHAEL YAMAGATA || PAPOOZ || ST. NUDES || MOKUMOKU || KILLAGES

24 ივნისი

TOM ODELL || R.O x KONOBA || GREEN ROOM || SALIO || SOPHIE VILLY || NEWCOMER 2018

RA 24/7 | Bassiani

29-30 ივნისს, ერთი დღე და ერთი ღამე, კლუბი ბასიანი გამართავს ელექტრონული მუსიკისა და მასთან დაკავშირებული სფეროების მარათონს.

“ხანგრძლივი დღის სესიები, მოსასვენებელი ოთახები, ტექნოს მიწისქვეშეთი – რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებას აქვს საკუთარი დრო და ადგილი, უბრალოდ ჩვენ ერთად მოვუყრით თავს. მსოფლიოს მასშტაბით არსებულ სხვადასხვა სივრცეებში შევქმნით ელექტრონული მუსიკის შვიდ სინგულარულ სამყაროს, რომელშიც 24 საათის განმავლობაში ვიცხოვრებთ.

ერთი დღე და ერთი ღამე.

ადგილობრივი არტისტები, ცოცხალი წარმოდგენები, ფილმები, ინსტალაციები, ვოკრშოპები, დისკუსიები და … ცეკვა. ყველაფერი, რაც ელექტრონულ მუსიკაში გვიყვარს, ერთ ადგილასაა თავმოყრილი. ეს იქნება ჩვენი ცხოვრების 24 საათი” – წერენ ორგანიზატორები სოციალურ ქსელში.

Metronome Festival 2018

“მეტრონომ ფესტივალი” უკვე რამდენიმე წელია ტარდება საქართველოში და ნელ-ნელა უფრო იკიდებს ფეხს ქართულ მუსიკალურ სამყაროში.

წელს ფესტივალი 6-9 ივლისს ჩატარდება საგურამოში.

ჯერ-ჯერობით შემსრულებლების მხოლოდ 40 % ია ცნობილი:

Astrix || Vini Vici || LOCO DICE || Carl Craig || ART DEPARTMENT ||DeWalta & Shanno [Live] || Nicole Moudaber || catz n dogz || Kerri Chandler|| San Proper || Traumer || Boys Noize || Bjarki || Fabrizio Rat – La Machina[Live] || Setaoc Mass || Cinthie & Albert Vogt || Metronome Soundsystem || Salome & Dali || Captain Hook || Blastoyz || Obri & Zen [Live] || Liquid Soul (official) || HERU || Digital Groove Affair || Gio Shengelia || Tomma || Bacho

კომენტარები

კომენტარი