კინო

რა გამოსავალს პოულობს კინოხელოვნება კარანტინის დროს

ბოლომდე გაყიდული ბილეთები ახალი ბლოკბასტერის პრემიერისთვის, კინოთეატრის გადაჭედილი დარბაზი – ალბათ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე შესაბამისი ადგილი კორონავირუსის გავრცელებისათვის. ამიტომ კინოთეატრები იყვნენ პირველები საჯარო სივრცეებს შორის, რომლებმაც გადაწყვიტეს დახურულიყვნენ.

მაგრამ სწორედ ფილმს შეუძლია ესკაპიზმის ის ფორმა შემოგვთავაზოს, რომელსაც პუბლიკა კარანტინის დროს მოითხოვს. არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც ჰოლივუდი ინარჩუნებს კავშირს მაყურებლებთან პანდემიის დროს.

პირველი გზაა ახალი ფილმების პირდაპირ სტრიმინგზე გაშვება, რაც ახალი იდეა სულაც არაა და მანამდეც ხდებოდა.

“ნადირობის” პრემიერა სტრიმინგით

მეორე გზაა Netflix Party – სტრიმინგ-სერვისი, რომელიც სკაიპის ჩატის მსგავსად შესაძლებლობას აძლევს მეგობრებს ერთად უყურონ ფილმებს ონლაინ და გაუზიარონ ერთმანეთს შთაბეჭდილებები და კომენტარები.

მესამე გზა – დისტანციური ფესტივალი – მას შემდეგ, რაც კორონავირუსის საფრთხის გამო ფილმის მთელი რიგი ფესტივალები გადაიდო, შედარებით მცირე მასშტაბის ფესტივალების ორგანიზატორებმა გადადებას არჩიეს ციფრული ფესტივალის ჩატარება, მაგალითად ასეთია ლგბტქ ფილმების ფესტივალი. 

მაშ ასე, სანამ მსოფლიოში კორონავირუსის მძვინვარებს, დივანი ერთადერთი ადგილია, სადაც შეგიძლიათა მოკალათდეთ ფილმების სანახავად.

კომენტარები

კომენტარი