საშემსრულებლო ხელოვნება

რატომ არ აქვს ბობ დილანს გრემი სიმღერის ავტორის ნომინაციაში?

ბობ დილანს გრემის 10 ჯილდო აქვს აღებული წლების განმავლობაში, მაგრამ არც ერთი მათგანი სიმღერის დაწერისათვის. ის ნომინირებულიც კი არ ყოფილა გრემის სიმღერის ავტორის მთავარ ნომინაციაში – წლის სიმღერა. ისეთი დიდებული სიმღერებიც კი, როგორებიცაა “Blowin’ in the Wind” და “Mr. Tambourine Man, ვერ მოხვდნენ სიაში.

ერთი მიზეზი ისაა, რომ გრემის ჟიური როკს უგულებელყოფდნენ 60-იანებში, როცა დილანი თავის შემოქმედებით პიკში იყო. გრემის ჟიურიში უპირატესობას ანიჭებდნენ ფილმისა და თეატრის სიმღერებს. 1960-65 წლებში ზედიზედ 6 გამარჯვებული სიმღერა იყო ან ფილმებიდან ან ბროდვეის სპექტაკლებიდან.

გრემის არ ჰქონდა ექსკლუზიურად როკისთვის გამოყოფილი რაიმე კატეგორია 1979 წლამდე და მათ არ ჰქონიათ საუკეთესო როკ სიმღერის კატეგორია 1991 წლამდე. 60-იანებში რომ ყოფილიყო ეს კატეგორია, მაშ ახლახანს გამოქვეყნებული “Murder Most Foul” მიიღებდა ჯილდოს.

მცირე ირონია: თუმც Things Have Changed-ს გრემის სიმღერის ავტორის ნომინაცია არ მოუგია, დილანმა მოიგო ოსკარი ამ სიმღერისათვის. ასევე დილანის ვაჟმა ჯეიკობ დილანმა მიიღო სიმღერის ავტორის ჯილდო 1997 წელს საუკეთესო როკ სიმღერისათვის  “One Headlight”. ისიც აღსანიშნავია, რომ როცა “Blowin’ in the Wind” დაიწერა, იმავე წელს ჩაწერა მისი ქავერ-ვერსია ჯგუფმა Peter, Paul and Mary და ჩარტებში სწორედ ეს ვერსია ლიდერობდა.

გრემის ჟიური აღარ უგულებელყოფს როკს, ასე რომ Murder Most Foul-ს ნამდვილად აქვს შანსი. სიმღერა დილანმა მარტში გამოაქვეყნა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თითქმის 17 წუთიანი სიმღერა ყურადღებას იპყრობს მისი ეპიკური ხანგრძლივობის, მისი სევდიანი ტონის და მისი თემატიკის გამო – იგი ეხება 1963 წელს ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობას. Billboard-ის სიმღერების ჩარტში ბობ დილანმა პირველად მოიპოვა ლიდერობა ამ სიმღერით, ახლახანს.  

Murder Most Foul-ს ტექსტი ახსენებს მკვლელობის დეტალებს და იმ ეპოქის პო-კულტურის არტეფაქტებს. სიმღერაში ნახსენებია მერილინ მონრო, ბიტლემანია, ვუდსტოკი და სხვ. სიმღერა შესულია 19 ივნისს დაანონსებულ ალბომში „Rough and Rowdy Ways“.

კომენტარები

კომენტარი