კინო

რატომ აკლდება ,,ოსკარს” მაყურებელი

,,ოსკარის’’ წლევანდელ ცერემონიას პირდაპირ ეთერში 23.6 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს. წინა წელს ეს რიცხვი 29.5 მილიონს შეადგენდა. ცხადია, რომ ,,ოსკარის’’ რეიტინგი საგრძნობლად დაეცა და ეს მხოლოდ ამ წელს არ მომხდარა. 2019 წელს მაყურებელთა რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 12 პროცენტით შემცირდა.

,,ოსკარი’’ პოპულალური და საინტერესო ცერემონიაა მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ მას ტელემაყურებელი ყოველწლიურად აკლდება.  ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

უმრავლესობას ურჩევნია, რომ ამოჭრილ ვიდეოებს და მნიშვნელოვან მომენტებს ინტერნეტში უყუროს. ცხადია, რომ დროს უფრო და უფრო მეტად ვუფრხთილდებით, ამიტომ ლოგიკურია, რომ სამსაათნახევრიანი შოუს მაყურებლთა რიცხვი ნელ-ნელა იკლებს. ეს პრობლემა მხოლოდ ,,ოსკარის’’ დაჯილდოებას არ ეხება.

,,გრემის დაჯილდოებაზე’’ წამყვანმა რიკი ჟერვეიმ თქვა:  რაც შეეხება გრძელ ფილმებს. ,,ერთხელ ჰოლივუდში’’ თითქმის სამი საათი გრძელდება. პრემიერაზე,როდესაც ფილმი დამთავრდა, ლეონარდო დიკაპრიოს მეწყვილე აღარ შეეფერებოდა, რადგან მისთვის უკვე ხანში შესული იყო.’’

იგივე პრობლემა აქვს ლიტერატურასაც. სქელტანიან წიგნებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იკლებს. ასევეა სპორტშიც. რამდენიმე წლის წინ ,,FiFa’’-ს პრეზიდენტს ინიციატივა ჰქონდა, რომ სათამაშო დრო შემცირებულიყო, რადგან ფეხბურთელები მუდმივად სირბილს ვერ ახერხებენ, ამიტომ მაყურებელს მალე წყინდება, მოწყენილი მაყურებელი კი შოუსთვის ნამდვილი კატასტროფაა.  ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ სანახაობა რაც შეიძლება შეკუმშული, დაძაბული და ინტენსიური გახდეს.

,,ოსკარიც’’ ბევრისთვის მოსაწყენი ხდება. ,,Hollywood Reporter’’- ის ერთ-ერთი რედაქტორი მეთიუ ბელონი BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ჯამში 24 კატეგორია ძალიან ბევრია და ნომინაციების უმრავლსობა ხალხს არ აინტერესებს.

როდესაც საუკეთესო ფილმის გამარჯვებულს აცხადებენ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე უკვე შუა ღამეა. ეს სიგიჟეა – ამბობს მეთიუ ბელონი.

კიდევ ერთი პრობლემა სამადლობელო სიტყვის ხანრძგლივობაა, რომელიც ამ წელს შედარებით გამოსწორდა, რადგან ყველა ნაცნობისთვის მადლობის გადახდის მაგივრად მსახიობები სხვადასხვა საინტერესო თემაზე საუბრობდნენ და ცდილობდნენ სათქმელი მოკლედ მოეჭრათ.

მაგალითად, საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელმა ბრედ პიტმა თავისი სიტყვა წუთნახევარში ჩაატია, მაგრამ მოასწრო, რომ ესაუბრა პოლიტიკაზეც, ფილმზეც, ოჯახზეც და მთელ ჰოლივუდზე. დასაწყისში მან თქვა, რომ სიტყვისთვის მხოლოდ 45 წამი მისცეს, როგორც ჩანს რეგლამენტი მკაცრად არის განსაზღვრული, თუმცა მსახიობები მას არ იცავენ.

ბრედ პიტის სამადლობელო სიტყვა

მაყურებელს ყოველთვის შოუს ნახვა სურს, ამიტომ გაჩნდა იდეა, რომ გამარჯვებულის გამოცხაადებამდე ჟიურის წევრების ხმა ცერემონიაზევე დაითვალონ, რაც უფრო მეტ სიმძაფრეს და შოუს ელემენტებს შემატებს ცერემონიას. თუმცა ამგვარი გადაწყვეტილება დროსი ხანრძლივობას გაზრდის, ამიტომ, დიდი ალბათობით, ეს არ მოხდება.

მეთიუ ბელონის აზრით, ,,ოსკარზე’’ ნომინირებულ ფილმებს ისე მასშტაბურად აღარ უყურებს ხალხი, როგორც – ადრე. ჩვენ ვეღარ ვნახულობთ ,,გლადიოატორის’’ ან ,,ტიტანიკის’’ მსგავს ფილმებს, რომლებიც უამრავი მაყურებლის გულებს იპყრობდა.

,,ტიტანიკის” რეჟისორი ჯეიმს კამერონი
ოსკარის ამ დაჯილდოებას 57 მილიონი მაყურებელი ჰყავდა

მეთიუ ბელნი პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად მაყურებლისთვის ჯერ არ ნახული, მაგრამ ყველასთვის საინტერესო თრეილერების ნახვას ასახელებს. ასე რომ, მომდევნო წლის ფილმების თრეილერები შესაძლოა პირდაპირ ,,ოსკარის’’ დაჯილდოებაზე ვნახოთ ხოლმე. ასევე შესაძლოა ნომინაციები შეიცვალოს და მათი რიცხვი ნელ-ნელა შემცირდეს.

კომენტარები

კომენტარი