ვიზუალური ხელოვნება

„რასაც ინახავ, ის ხარ“ – პიკასო

პიკასოს ცოტა დრო ექნებოდა თანამედროვე სუფთა და მინიმალისტური ინტერიერისთვის. იგი გარემოცული იყო არეულობით, რადგან იცოდა, რომ თვით უსუფთაო, მიწიერი საგნებიც, რომელთაც სხვა ადამიანები ნაგავში ისროდნენ, შეიძლება გახდეს სახელოვნებო ინტერესის ობიექტი. იგი აგროვებდა ყველაფერს, დაწყებული ძველი გაზეთებით, გასახვევი ქაღალდების ნაგლეჯებით და გამოყენებული კონვერტებით, დამთავრებული თამბაქოს კოლოფებით, ავტობუსის ბილეთებით და ქაღალდის ხელსახოცებით.

მისი სიკვდილის დროისათვის – 1973 წელს, 91 წლის ასაკში, მას დაგროვილი ჰქონდა ათასობით სორტირებული ნაგლეჯები და ნაჭრები, რომელთა ნაწილი ლონდონის სამეფო აკადემიაში გამოიფინა, მისი ქაღალდის ვნებისადმი მიძღვნილი გამოფენის ფარგლებში. სამასი ხელოვნების ნიმუში და ერთეული მისი კოლექციიდან, 80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ავლენს მისი დაგროვებისადმი მიდრეკილების დონეს – და მისი ხედვის მასშტაბს.

ხელოვანის სახელოსნოები, რომელსაც პიკასო ხატავდა, იშვიათად იყო ისე ქაოსური, როგორიც თავად მისი. ერთ-ერთი ესკიზი, მელანქოლიური ნახატი მისი „ცისფერი პერიოდიდან“, ასახავს ერთადერთ კანვასს, რომელიც სუფთად აეის მოთავსებული მოლბერტზე. „სკულპტორის სახელოსნო“ 1931 წლის ნახატიდან, ისეთი სუფთაა, მეტ რომ არ შეიძლება. მაგრამ ფოტოგრაფები სულ სხვაგვარ სურათს ააშკარავებენ: პიკასოს სიამოვნებას ანიჭებდა ნაგავი. მისი სახელოსნო კანის ვილაში გადავსებული უამრავი საგნით – ქაღალდის გრაგნილები, ყუთები და საღებავების ქილები, რომლითაც შევსებული იყო ნებისმიერი ზედაპირი, რისი წარმოდგენაც შეიძლება, თვით სკამებიც.

პიკასომ ერთხელ თქვა: „შენ ხარ ის, რასაც ინახავ“. ის აიღებდა გაზეთს და პასუხობდა იქ განთავსებულ ისტორიებს ფანქრით ან მელნით ესკიზების მიხატვით. ცოტა რამ არსებობდა, რაზეც ის არ დაჯღაბნიდა. თუ შეფუთვა დაფარული იყო ტექსტით, იგი მასზე გადაახატავდა,  მისი ხელწერა ერწყმოდა ნაბეჭდ ტექსტს იმგვარად, რომ ძნელად თუ გაარჩევდით. შედეგი კომიკური იყო.

როგორც მრავალი ხელოვანისთვის, ქაოსი ნიშნავდა შემოქმედებითობას და მის გროვებში პიკასო პოულობდა სრულქმნილ საგნებს, მისი გენიალურობა მდგომარეობდა იმაში, რომ მუდამ პოულობდა შესატყვის საგანს ნებისმიერი სივრცისთვის და სურათის სიბრტყის დარღვევის პირობებში ინარჩუნებდა ფორმას. ხშირად, მასალას და იმ საგანს შორის, რომელსაც იგი წარმოადგენდა, არსებობდა მიმართება.

კომენტარები

კომენტარი