ვიზუალური ხელოვნება

ჟაკი პალუმბო – ქალთა ინტიმური, რადიკალური პორტრეტები

ავტოპორტრეტი, პარიზი, 1927

1922 წელს ფოტოგრაფი ჟერმენ კრული ბერლინში დასახლდა, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირიდან გამოაძევეს ანტიბოლშევიკური სენტიმენტების გამო. ბერლინში მაშინ შემოქმედებითი რენესანსი იყო გერმანელი ექსპრესიონისტების, იუნგის ფილოსოფიის, ბაუჰაუსის დიზაინისა და ლანგის ფილმის წყალობით. ბერლინი ჟერმენის ბოჰემურ ბუნებას კარგად ეთვისებოდა. ის იყო თანამედროვე, დამოუკიდებელი ქალის განსახიერება, რომელიც გამოწვევის წინაშე აყენებდა გენდერული როლების ტრადიციულ დემარკაციას.

მარსელი, 1930

კრული იღებდა ინდუსტრიული სტრუქტურების გაუგებარ, აბსტრაქტულ ფოტოებს და ერთნაირსქესიანი წყვილების შიშველ ფოტოებს, რომლებიც მთლიანად უგულებელყოფდნენ მნახველის მზერას. კრული ექსპერიმენტული მოძრაობის „ახალი ხედვის“ წამყვანი ფიგურა გახდა. მამაკაცი კოლეგები მაშინ მას არ აფასებდნენ, თუმცა 2015 წლის გამოფენაზე სამართლიანად აღინიშნა, რომ ის თანამედროვე ფოტოს პიონერი და ავანგარდის ვიზიონერია.

ჟერმენ კრულის პორტრეტი, ბერლინი, 1922

კრული მემარცხენე წრეებს ეკუთვნოდა, მისი მეგობარი ბავარიის არაღიარებული სახალხო რესპუბლიკის პრემიერ მინისტრიც იყო, რომლის მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ კრული მიუნხენიდან გააძევეს კომუნისტების დახმარებისათვის. ის თავის საყვარელთან – ემანეულ ლევიტთან ერთად მოსკოვში გადავიდა, თუმცა საბოლოოდ იქედანაც გამოაძევეს, მანამდე კი ლევიტმაც მიატოვა.  

შიშვლები, 1924

1922-1924 წლებში იგი ნუდისტურ ფოტოებს აქვეყნებს ლესბოსელი წყვილის გამოსახულებებით, რაც თვით პროგრესული ბერლინის კანონებისთვისაც პრობლემური იყო. თუმცა ამერიკელი ხელოვნებათმცოდნე კლერ როგანის თქმით, პიკანტური ფოტოები ფანტაზიებზე თამაშობენ, ქალები არასოდეს იწვევენ მნახველებს სცენის შიგნით: „მიითვისა რა როლი, რომელიც ადრე მხოლოდ მამაკაცებისთვის იყო ნებადართული, კრული ფოტოზე ასახავდა ექსპლიციტურ სექსუალურ მასალას, თუმცა თავის მოდელებს იმგვარ პოზაში აყენებდა, რომ ისინი მამაკაცური მზერის და ეროტიკული ან პორნოგრაფიული ჟანრის მასალის მოლოდინების უცნაურ ფრუსტრაციას იწვევენ“.

ფრანგული კანკანი, 1929

თავად კრულს მხოლოდ ერთ გათხოვილ ქალთან – ელზასთან ჰქონდა ურთიერთობა, სხვა უამრავ მამაკაცს შორის. „მე არასოდეს მიყვარდა ქალი, მაგრამ ელზასთან ერთად ყოფნის სიხარული დიდი იყო, ისიც არასოდეს მშორდებოდა გვერდიდან“, წერს კრული მემუარებში. „ჩვენ ვიცინოდით, როცა ვინმე ლესბოსელებს გვიწოდებდა; ელზა იმდენად ღრმად ჩემი იყო, რომ ფიზიკური საკითხი არ ითვლებოდა, მას ძალიან მცირე მნიშვნელობა ჰქონდა.

ნუდისტური ეტიუდი, 1919

პარიზში ცხოვრებისას კრულს თხოვეს ეიფელის კოშკისთვის ფოტოს გადაღება, ოღონდ ისე, როგორც ის რეალურად ჩანს ახლოდან. კრულმა გადაიღო ფოტოები, სადაც ვხედავთ რკინის კონსტრუქციებს, რომლითაც ვერაფრით ამოვიცნობთ მსოფლიოში ცნობილ  ღირშესანიშნაობას.

ხიდის ამწეკრანი, როტერდამი, 1926

ფოტოები კრულმა შეიტანა კრებულში, სადაც ასევე აღბეჭდილია ხიდები, ამწეკრანები და არქიტექტურა ევროპის ქალაქებიდან, ხშირად სინათლის, ჩრდილის და ფორმის აბსტრაქტულ აფეთქებაში. ეს თემატიკა, ტრადიციულად, „მასკულინური“ იყო.

შიშველი ქალი, 1928

კრული ახლოს იდგა სიურრეალისტებთან. ის ექსპერიმენტირებდა ტექნიკასა და პერსპექტივაში. მის იდიოსიკრატულ პერსპექტივასთან ერთად, კრული ასევე მიმართავდა ფოტომონტაჟს, ნეგატივების დაჭრას და გადაფენას ერთმანეთზე კომპლექსური ქალაქური სცენების მისაღებად.

კომენტარები

კომენტარი