ვიზუალური ხელოვნება

პროტესტის მონაწილეები ქრისტეფორე კოლუმბის წინააღმდეგ

გრძელდება ძეგლების დამხობა მსოფლიოს გარშემო, უფრო და უფრო სიმბოლური ფორმებით. ამერიკელი პოლიციელის მიერ შავკანიანი მამაკაცის – ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით გამოწვეული პროტესტის მონაწილეების თავდასხმის ობიექტი ამჯერად გახლდათ სამი ქანდაკება მიძღვნილი ქრისტეფორე კოლუმბის ხსოვნისადმი, რომელიც ამერიკის კონტინენტის კოლონიზაციის სიმბოლოა.

ქალაქ ბოსტონის ჩრდილოეთ ნაწილში, ქრისტეფორე კოლუმბისავე სახელობის პარკში განთავსებულ, იტალიური მარმარილოს ქანდაკებას თავი მოჰკვეთეს. ქალაქის მერის განცხადებით, ქანდაკება საწყობში გადაინაცვლებს და უცნობია დაუბრუნდება თუ არა იგი ამ ადგილს.

რიჩმონდი, ვირჯინია

ამ დროს, ვირჯინიის შტატის დედაქალაქ რიჩმონდში დაახლოებით 1000-მა მანიფესტანტმა თოკების გამოყენებით ჩამოაგდეს ქრისტეფორე კოლუმბის რვა ფუტის სიმაღლის ქანდაკება, შემდეგ მათ მას ცეცხლი მოუკიდეს და ჩაძირეს 200 იარდის მოშორებით მდებარე ტბაში, რომლის ახლოს მდებარე სტენდზე წერია: „რასიზმო. შენ არავის მოენატრები“.

სენტ-პოლი, მინესოტა

აღსანიშნავია, რომ ვირჯინიის გუბერნატორი გეგმავდა მონობის მომხრე ერთ-ერთი გენერლის ქანდაკების დამხობას, თუმც სასამართლომ მას ამის ნება არ მისცა. კოლუმბის ქანდაკება ჩამოაგდეს ასევე მინესოტას შტატის ქალაქ სენტ-პოლში.

კომენტარები

კომენტარი