კინო

პროდიუსერი: “ძალიან გამიხარდება, თუ სანდრო ბრეგაძე ნახავს ამ ფილმს, იქნებ რამე შეიცვალოს მის აზროვნებაში”

“ძალიან გამიხარდება, თუ სანდრო ბრეგაძე ნახავს ამ ფილმს, იქნებ რამე შეიცვალოს მის აზროვნებაში” – ამის შესახებ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ქართველმა პროდიუსერმა, ქეთი დანელიამ TV პირველს განუცხადა.

“დემოკრატიის ფარგლებში, ყველა ადამიანს აქვს უფლება გადაწყვიტოს, რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა გააკეთოს. მთავარია ფილმის ჩვენებისას მაყურებელმა საფრთხე არ იგრძნოს. ძალიან გამიხარდება თუ სანდრო ბრეგაძე და მისი მეგობრები ფილმს ნახავენ, სანამ ჩაშლაზე იქნება საუბარი. იქნებ რამე მაინც შეიცვალოს მათ აზროვნებაში.” – განაცხადა დანელიამ.

„ქართული მარში“ იმუქრება, რომ კინოთეატრებში ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას ჩაშლიან. კინოთეატრებში აცხადებენ, რომ “საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ [უსაფრთხოების] შესაბამის ზომებს”; ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

რეჟისორ ლევან აკინის ფილმი, რომელიც ქვიარი კაცების სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს, პირველად 8 ნოემბერს უნდა უჩვენონ საქართველოს კინოთეატრებში.

კომენტარები

კომენტარი