არქიტექტურა, არქეოლოგია

პოსტმოდერნისტული არქიტექტურის მორიგი შედევრი ბერლინში

დანიურმა არქიტექტურულმა ფირმამ – 3XN ახლახანს დაასრულა სარკე-მინის კუბოიდური შენობა ვაშინგტონპლაცში, ბერლინის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სკვერში. Deutsche Bahn-ის ახალი სათაო ოფისისთვის განკუთვნილი შენობა თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო როგორც „სკულპტურული ცენტრი“ კონტექსტისა და კონტენტის უფრო დელიკატური ბალანსით, ვიდრე ეს ჩვეულებრივ მოსალოდნელია ოფისის შენობისთვის.

ფირმის პარტნიორი ტორბენ ესტერგაარდი ამბობს: „ჩვენი ამბიცია იყო შეგვექმნა შენობა, რომელიც სკვერის გამოცოცხლებას შეუწყობდა ხელს. ჩვენ გვსურდა გამვლელების დაინტერესება, მაშინ როცა იმავდროულად ვქმნიდით მაღალი ხარისხის საოფისე სივრცეებს“.

10-სართულიანი შენობის სამკუთხოვანი ფასადი იმგვარადაა დიზაინირებული, რომ მიაღწიოს ფირმის მრავალ მიზანს მხოლოდ 12 განსხვავებული შუშის ელემენტით. ფასადის შიგნით შეწევით დაბალ სართულებზე, შენობა გვთავაზობს ნაწილობრივ თავშესაფარს, საჯარო სივრცეს, რომელიც შედის დიალოგში ლერტერ ბანჰოფის რკინიგზის მთავარ სადგურთან, რომელიც ახლახანს დასრულდა.

გარემო კალეიდოსკოპურად ირეკლება შენობის ფასადის ორმაგ კანში, რომელიც დღის სინათლის, ბუნებრივი ვენტილაციის და მზის სითბოს მაქსიმალურად ეფექტურ რეგულირებას უზრუნველყოფს. სხვადასხვაგვარი ამაღლებული ადგილები დიზაინირებულია იმისათვის, რათა უზრუნველყოს დამატებითი გარე სივრცეები მაღალ სართულებზე, რომელიც მის მაცხოვრებლებს შორის ინტერაქციას აადვილებს.

კომენტარები

კომენტარი