კინო

პირველი კოსმოსური ფილმის რეჟისორი ცნობილია

ტომ კრუზმა და ილონ მასკმა შეარჩიეს რეჟისორი თავიანთი ახალი პროექტისათვის – „ხვალინდელი დღის ზღვარი“, რომელიც გულისხმობს კოსმოსში პირველი ფილმის გადაღებას. ეს იქნება დუგ ლაიმენი. პროექტს მხარს უჭერენ NASA და მასკის SpaceX.

ლაიმენი წინათაც მუშაობდა კრუზთან ერთად პროექტზე „ხვალინდელი დღის ზღვარი“ და „ამერიკულად გაკეთებული“, მისი რეჟისორობითაა გადაღებული ასევე „მისტერ და მისის სმითები“. გამოშვების თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, ლაიმენი ჯერ მუშაობს თავის მომდევნო ფილმზე – „ქაოსური სეირნობა“.

NASA-მ ტვიტერის პოსტით დაადასტურა მისი ჩართულობა 5 მაისს. NASA-ს ადმინისტრატორი ჯიმ ბრაიდენსტაინი წერდა: „NASA მოხარულია იმუშაოს ტომ კრუზთან ერთად ფილმისათვის კოსმოსური სადგურის ბორტზე!“

ტომ კრუზი ასევე მუშაობს ფილმზე „საუკეთესო იარაღი: მავერიკი“, რომელიც ზაფხულში უნდა გამოსულიყო, თუმცა დეკემბრისთვის გადაიტანეს. კრუზის მომდევნო პრორქტია „მისია: შეუძლებელი 7“, რომლის გადაღებაც კარანტინამდე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი