საშემსრულებლო ხელოვნება

პინა ბაუში – ცეკვის მოძრაობებით მოთხრობილი ემოციები

პინა ბაუში გერმანელი მოცეკვავე და ქორეოგრაფი 1940 წლის 27 ივლისს დაიბადა. მისი მოძრაობები, ხმა, სცენის დეკორაცია და პერფორმანსებმა თანამედროვე ცეკვის ხელოვნებაზე წარუშლელი კვალი დატოვა.

პინა ბაუშმა კარიერული აღმასვლა ნიუ იორკიდან დაიწყო და სახელიც სწრაფადვე მოიხვეჭა, 1973 წლიდან კი ის  გერმანიაში დაბრუნდა და ორ წელიწადში ერთ-ერთი ყვეალზე მნიშვნელოვანი საბალეტო კომპანიის ,,ვუბერტალის’’ მართვა გადაიბარა. მისი ნამუშევრები ძირითადად ურთიერთობებს ეხება. ის ემოციის შექმნის პროცესის მონაწილეს გხდის.  არ არსებობს წიგნი. არ არსებობს სცენა. არ არსენობს მუსიკა. არსებობს მხოლოდ სიცოცხლე და მასთან ერთად – ჩვენ. – ამბობს პინა ბაუში

მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოცეკვავის პირადი გამოცდილება. მისი ურთიერთობა მშობლებთან, მეგობრებთან, მისი ტრავმები, შეგრძებები, კავშირები. ცხადია, ისეთი პერფორმანისისთვის, როგორიც არის ცეკვით მოყოლილი ამბავი, აუცილებელია, რომ მოცეკვავის ნებისმიერი მოძრაობა მისთვის ორგანული იყოს და ზუსტად გრძნობდეს თუ რისი გამოხატვაც სურს სხეულის მოძრაობით.

პინა ბაუშის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი ,,კაფე მიულერია’’, რომელიც მან 1985 წელს დადგა. მთელი დადგმის განმავლობაში სცენაზე მაგიდები და სკამები იმსხვრევა, მსახიობებს კი თითქმის ყოველთვის თვალები აქვთ დახუჭული.

ასევე საგულისხმოა იგორ სტრავინსკის ბალეტის ,,კურთხეული გაზაფხულის’’ პინა ბაუშისეული დადგმაც, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სცენური ორიგინალურობისა და თავად შინაარსის გამოც. სცენა მთლაინად მიწით არის დაფარული, ამ მიწაზე ამოზრდილი და ულამაზესად მოცეკვავე ქალბატონები კი მამაკაცთა სურვილებს ეწირებიან. თითქმის უმნიშვნელოა გაიგებს თუ არა მაყურებელი ნამუშევარს. ეს საქმე მაინც უნდა გააკეთო თუ ფიქრობ, რომ ის სწორია. ჩვენ აქ მხოლოდ სიამოვნების მისაღებად არ ვართ’’ – ამბობს პინა ბაუში.

კურთხეული გაზაფხული

მისი ნამუშევრები შთაგონების წყარო გახდა პედრო ალმადოვარისთვის, რომელმაც 2002 წელს გადაიღო ფილმი ,,ესაუბრე მას’’, სადაც პინა ბაუშიც მონაწილეობდა. 2009 წელს კი გამოვიდა ფილი ,,პინა’’, რომელიც ბაუშის ბიოგრაფიაზეა დაფუძნებული.

პინა ბაუში 2009 წლის 30 ივნისს გარდაიცვალა. მისი შემოქმედება კი კიდევ დიდხანს იარსებებს ხელოვნების სივრცეებში.

კომენტარები

კომენტარი