ვიზუალური ხელოვნება

პიკასოს ნახატი იტალიელმა ქალმა ლატარიაში მოიგო

ლატარიამ პაბლო პიკასოს ნახატისათვის – „ნატურმორტი“ (1921) 5.59 მილიონ დოლარზე მეტი მოიზიდა საქველმოქმედო ფონდისთვის, რომელიც კამერუნში, მადაგასკარსა და მაროკოში სუფთა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას დააფინანსებს.

ერთმა იღბლიანმა ქალმა იტალიიდან მოიგო ეს 1.1 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატი მისი ვაჟის მიერ ნაჩუქარი ბილეთით. კლაუდია ბორგონიომ ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ვენტიმილიიდან, განაცხადა, რომ მან მიიღო 100 ევროს ღირებულების ლატარიის ბილეთი თავისი შვილისგან: „აქამდე არასდროს არაფერი მომიგია. დაუჯერებელია“ – ამბობს ქალბატონი, რომლის ვაჟმა – ლორენცო ნაზომ იყიდა ორი ბილეთი გასული წლის დეკემბერში. „ეს ალბათ საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში“ – ამბობს იგი.

პაბლო პიკასო, „კაცი ოპერის ქუდით“ (1914)

ლატარიის ბიუჯეტიდან 900 000 ევრო  გადაეცემა მონაკოში მცხოვრებ დავიდ ნაჰმადს, რომელიც ამჟამად ფლობს პიკასოს ნახატს. ეს ამ ტიპის მეორე ლატარიაა და პირველ ლატარიაში – 2013 წელს, პიკასოს „კაცი ოპერის ქუდით“ (1914) მოიგო პენსილვანიელმა ჯეფრი გონანომ.

კომენტარები

კომენტარი