ვიზუალური ხელოვნება

პიკასოს ნახატი თაღლითობის საქმეში ფიგურირებს

პაბლო პიკასო, Le Gueridon (1920)

ყოფილი სახელოვნებო დილერის და თაღლითობაში ეჭვმიტანილი ეზრა ჩოვაიკის წინააღმდეგ ახალი სასამართლო დავა მიმდინარეობს ნიუ იორკში. საქმე ეხება პაბლო პიკასოს Le Gueridon-სა და ფერნან ლეჟერის Composition avec Profil de Femme-ს, რომლებთან დაკავშირებითაც ესპანელი კოლექციონერი ალეხანდრო დომინგო მალვარ ეგერიკი მრავალ კრიმინალურ საქმეში დებს ბრალს ჩოვაიკსა და და დეივიდ და ლინდა ბენრიმონებს, რომლებიც ნიუ იორკის ერთ-ერთ გალერეას წარმოადგენენ. ბრალდების ობიექტები სხვებიც არიან და მათ მთლიანობაში „ბენრიმონის დამცველები“ უწოდეს.

ფერნან ლეჟერი, Composition avec Profil de Femme (1948)

ეს საქმე შეუერთდა ბრალდებათა ქსელს ჩოვაიკის წინააღმდეგ, რომელიც 2017-2018 წლებში წაუყენეს დილერს თაღლითობის და მოპარული ქონების ტრანსპორტირების მუხლებით. თაღლითობაში ბრალის დადასტურების შემდეგ ჩოვაიკს 18 თვით პატიმრობა მიესაჯა და დაევალა 16,6 მილიონი დოლარის დაბრუნება 20-ზე მეტ ნახატთან ერთად, რომელთა შორისაა პაბლო პიკასოს, დეგას და შაგალის ნაწარმოებები.   

კომენტარები

კომენტარი