საშემსრულებლო ხელოვნება

პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის IV ტურში გასული მონაწილეების ვინაობა ცნობილია

პიანისტთა თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონკურსი, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ტარდება,  თბილისში 1 ოქტომბერს დაიწყო და 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება. კონკურსი ტარდება ოთხ ტურად: I, II, III (ნახევარფინალი), IV (ფინალი). ნახევარფინალში დაიშვება 12 მონაწილე, ფინალში კი – 6

პიანისტთა თბილისის VI საერთაშორისო კონკურსის IV ტურში 6 მონაწილე გადავიდა:

• გიორგი გიგაშვილი (საქართველო)
• სეუნგ-ჰიუკი ნა (სამხრეთ კორეა)
• დაუმანტს ლიეპინსი (ლატვია)
• ანდჟეი ვიერჩინსკი (პოლონეთი)
• ანასტასია რიზიკოვი (კანადა)
• ტიან უი ლი (ჩინეთი)

მოსმენები ჩატარდება 9 და 10 ოქტომბერს, 18:00 სთ-ზე, თსკ დიდ დარბაზში თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით
დირიჟორი: ვოლოდიმირ სირენკო (უკრაინა)

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თსკ სალაროში, ან ელექტრონულად ვებ–გვერდზე tkt.ge.

კომენტარები

კომენტარი