ვიზუალური ხელოვნება

პენსილვანიის მუზეუმში 70 წლის განმავლობაში ინახებოდა ნახატი, რომელიც რემბრანდტის აღმოჩნდა

შემოწმების შემდეგ პენსილვანიის მუზეუმში გაირკვა, რომ მათი ერთ-ერთი ნახატი 388 წლის წინ თავად რემბრანდტმა შეასრულა.

როგორც ძალიან ბევრ სხვა ძველი ნახატის შემთხვევაშიც, ხშირი გადახატვის გამო ქვედა შრეები დამალული იყო. ნახატზე, რომელსაც ,,ახალგაზრდა ქალაბტონის პორტრეტი’’  ჰქვია, ახალი ტექნოლოგიების საშუალებით ის ზეთის საღებავები აღმოაჩინეს, რომლითაც რემბრანდტი ხატავდა.

,,Allentown”-ის მუზეუმში ეს ნახატი 1961 წლიდან ინახებოდა. ,,ახალგაზრდა ქალბატონის პორტრეტი’’ მუზეუმს ,,Kress foundation’’-მა გადასცა. ეს ორგანიაცია მსოფლიო კოლექციონერებს აერთიანებს, რომელიც სწორედ ალენთაუნში დაბადებულმა მაგნატმა სამუელ კრესმა დააფუძნა.

თავიდანვე ის რემბრანდტის ნახატად მიიჩნეოდა, თუმცა კვლევებმა დაადგინა, რომ ის რემბრანდტის სახელოსნოში შეიქმნა, თუმცა არა თავად რემბრანტის მიერ.

რემბრანდტის ნახატების ასეთი აღმოჩენები ხშირია. საგულისხმოა, რომ სამუელ კრესის ფონდმა სხვა უამრავ მუზეუმს გადასცა რენესანსის შედევრები. ამ აღმოჩენის შემდეგ კი სხვა ნახატებსაც, აუცილებლად, გადაამოწმებენ.

როგორც ჩანს, ტექონოლგიური განვითარება აქამდე გაკეთებულ სარწმუნო კვლევებსაც წყალს შეუყენებს. მუზუმის კურატორი აცხადებს, რომ ხელოვნების ისტორია ბოლომდე არ ჩამოყალიბებულა და ის ჯერ კიდევ იქმნება: ,,მხოლოდ ამ ერთ ნამუშევარს ძალიან მდიდარი და რთული ისტორია აქვს, ამგვარი ისტორიები შეიძლება სხვა უამრავი შედევრის მიღმაც აღმოჩდნეს’’.

რემბრანდტი ნიდერლანდელი მხატვარი და ფერმწერი, ჰოლანდიური ფერწერის ოქროს ხანის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი და რენესანსის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია. როგორც ჩანს, მისი ბევრი ნახატი ჯერ კიდევ ჩრდილში იმალება.

კომენტარები

კომენტარი