ვიზუალური ხელოვნება

პარიზში მონობის მსხვერპლთა მემორიალი დაიდგმება

საფრანგეთის მთავრობამ გამოაცხადა ღია კონკურსი ძეგლისათვის, რომელიც პატივს მიაგებს მონობის მსხვერპლთ. მემორიალი დაიდგმება პარიზის ტუილერის ბაღში. გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს „საფრანგეთის შავკანიანთა ასოციაციების წარმომადგენლობითი საბჭო“, იმ პირობით, რომ ხელოვანი, რომელიც საბოლოოდ იქნება შერჩეული მემორიალის შესაქმნელად, უნდა იყოს აფრიკული წარმომავლობის.

2016 წელს, საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა – ფრანსუა ოლანმა გამოაცხადა ფონდის შექმნის თაობაზე, რომლის მიზანი იქნებოდა მონობის მემორიალისა და მუზეუმის შექმნა პარიზში. „საფრანგეთის შავკანიანთა ასოციაციების წარმომადგენლობითი საბჭოს“ საპატიო პრეზიდენტი ლუი-ჟორჟ ტენი აცხადებს, რომ მემორიალი კარგი იდეაა, თუმცა მუზეუმი უკეთესი იქნება და საბჭომ უკვე მოამზადა ანგარიში მუზეუმთან დაკავშირებით, რომელსაც იგი პარიზის ახალ მერს წარუდგენს. ტენი ასევე საუბრობს რაღაც ტიპის ფინანსური კომპენსაციის აუცილებლობაზე.

ტუილერის ბაღი და ლუვრის მუზეუმი

მემორიალის დასრულება იგეგმება 2021 წლის ბოლოსათვის, გამარჯვებული ხელოვანი კი მომავალი წლის დასაწყისში გამოვლინდება. მონუმენტი იქნება საფრანგეთის სახელმწიფოს საკუთრება და შევა თანამედროვე ხელოვნების ეროვნულ კოლექციაში.

კომენტარები

კომენტარი