არქიტექტურა, არქეოლოგია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ქურდები შეიჭრნენ

შარშან აპრილში ხანძრის შედეგად დაზიანებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა უპრეცედენტო მასშტაბურობით გამოირჩეოდა, თუმცა წინა კვირას საფრანგეთის მასშტაბით გამოცხადებული ინტენსიური კარანტინის გამო იგი შეჩერებულია. ქურდებმა გადაწყვიტეს ესარგებლათ ამ სიტუაციით, 17 მარტს საღამოს 2 მამაკაცი შეიჭრა ტაძარში და სცადა რამდენიმე ჩამოცვენილი ქვის კათედრალიდან გატანა. როგორც ცნობილი ხდება, მათ სურდათ ქვების გაყიდვა შავ ბაზარზე.

აღდგენით სამუშაოების შეჩერების მიუხედავად, ტაძარი 24 საათიანი დაცვის ქვეშ იმყოფება. კარანტინი, ბუნებრივია გაახანგრძლივებს ტაძრის აღდგენის დადგენილ ვადას – 5 წელიწადს. გამდნარი კონსტრუქციის მოშორების დელიკატური პროცესი 23 მარტს უნდა დაწყებულიყო, რადგან საფრთხე ექმნებოდა მთლიან შენობას, რომელიც მუდმივად შემდგომი ჩამოშლის საფრთხის ქვეშაა. აღდგენითი პროცესი შეფერხდა ასევე მაშინაც, როცა აღმოაჩინეს, რომ ნანგრევების რაღაც ნაწილი გამოჰყოფდა მომწამლავ ნივთიერებებს.

კომენტარები

კომენტარი