კინო

,,პარაზიტის” რეჟისორმა ბონგ ჯონ-ჰომ პრიზის ხუთ ნაწილად გაყოფა მოითხოვა

,,პარაზიტი’’ საუკეთესო ფილმის ნომინაციის გარდა ოსკარი კიდევ ხუთ ნომინაციაში მიიღო. მისი რეჟისორი კი, ბონგ ჯონ-ჰო, არა მხოლოდ პირველი უცხოენოვანი ფილმის რეჟისორი გახდა, რომელმაც ოსკარი მოიგო, არამედ პირველი აზიელიც, რომელმაც ორიგინალური სცენარის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ასეთი წარმატების მიუხედავად ბონგ ჯონ-ჰომ საკმაოდ თავმდაბლური სიტყვა წარმოთქვა:

გმადლობთ. საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში გამარჯვების შემდეგ, ვიფიქრე, დღეს დავამთავრე და ახლა მზად ვარ, რომ დავისვენო-მეთქი. ძალიან დიდი მადლობა.

როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და ვსწავლობდი, ერთი გამოთქმა გულში ღრმად ჩავიმარხე, ის ასე ჟღერდა ,,ყველაზე პირადული არის ყველაზე კრეატიული’’ ეს ციტატა მარტინ სკორსეზეს ეკუთვნის. სკოლაში მე მარტინ სკორსეზეს ფილმებს ვსწავლობდი. მხოლოდ ნომინირებაც კი დიდი პატივია ჩემთვის, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ გავიმარჯვებდი კიდეც.

ბონგ ჯონ-ჰო მხოლოდ მარტინ სკორსეზეს ხსენებას არ დასჯერდა და სხვა რეჟისორებზეც ისაუბრა: როდესაც ამერიკაში ჩემს ფილმებს არავინ უყურებდა, კვენტინს [ტარანტინოს] ყოველთვის შეჰყავდა ისინი თავის სიაში. ის აქ არის, დიდი მადლობა. კვენტინ, მიყვარხარ.

და ტოდი [ფილიფსი] და სემი [მენდეს], უდიდესი რეჟისორები, რომლებსაც ვაღმერთებ. თუ ნებას მომცემენ, მსურს ეს ჯილდო ხუთ ნაწილად გავყო და ყველას გაგინაწილოთ. – თქვა ბონგ ნოჯ-ჰომ.

ბოლო მადლობის გადახდის დროს კი რეჟისორმა დაამატა, რომ დილამდე აპირებს დალევას. მისმა ასეთმა გამოსვლამ ბევრი აპლოდისმენტი დაიმსახურა, რადგან ბონგი დიდი პატივისცემით, სიყვარულითა და თავდმაბლობით ლაპარაკობდა. მან არ დაივიწყა ის რეჟისორები, რომლებმაც მისი კარიერის განვითარებას ხელი შეუწყეს.

კომენტარები

კომენტარი