კულტურა ლიტერატურა

პაატა შამუგია გურამ კაშიაზე: “სპორტსმენებში არაა ეს სოლიდარობის გრძნობა?”

პოეტი პაატა შამუგია სოციალურ ქსელში გურამ კაშიას შესახებ აგორებულ სკანდალზე კომენტარს აკეთებს:

“იცით, რა მიკვირს? რამდენჯერაც რომელიმე მწერალს თავს დაესხნენ, მწერლებმა ხმაც ამოვიღეთ და ორმაგად დავუბრუნეთ აგრესია იმ ხალხს, ვინც ეს ქნა, შიგადაშიგ ზოგი პარლამენტარიც შემოგვეტისკა. ჰოდა, ქქ გურამ კაშიას რომ აბულინგებენ ვიღაც ვირისთავები, ორღობის ჟურნალისტები და ნაფტალინიანი პოლიტიკოსები, ზაზა ფაჩულიამ და ძმათა მისთა არ უნდა დაუჭირონ მხარი კოლეგას? ის კაი იყო, ენბიეივოუთებით ხელში რომ დარბოდა მთელი ერი?

კაშიას სამკლაური ჩვეულებრივი სპორტული საქციელი იყო, მაგას ყველა აკეთებს და გმირობა სულაც არაა. მაგრამ იმ საბოტაჟის მერე რა კომენტარიც გააკეთა, ეგ ცივილიზებული ადამიანის პასუხი იყო და ჩვენი ადგილობრივი ფონისა და განათლების კატასტროფული მდგომარეობის გამო, გამბედაობას ნაღდად მოითხოვდა. ჰოდა, ჯიგარ რექ, კაშია.

კომენტარები

კომენტარი