ვიზუალური ხელოვნება

ოქსფორდში ძვირადღირებული ნახატები მოიპარეს

ოქსფორდის უნივერსიტეტში, ქრისტეს ეკლესიის კოლეჯთან არსებული სურათების გალერეიდან  მოიპარეს სამი ნახატი, მათ შორის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები – ბელგიელი მხატვრის ანტონი ვან დეიკის ნახატი „ამხედრებული ჯარისკაცი“ (1611). ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ეს არის „მაღალი ღირებულების ძარცვა“   

ზემოხსენებული ნახატი და კიდევ სხვები: სალვატორ როსას „კლდოვანი სანაპირო – ჯარისკაცები, რომლებიც სწავლობენ გეგმას“ (1640), ასევე ანიბალე კარაჩის „ბიჭი, რომელიც სვამს“ (1580) წაღებულ იქნა ქრისტეს ეკლესიის კოლეჯის ნახატების გალერეიდან შაბათ ღამით, 11 საათზე. ჟურნალ Times-ის მიხედვით, მოპარული ნახატების საერთო ღირებულება არის მიახლოებით 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 12.2 მილიონი დოლარი).

ანტონი ვან დეიკი, „ამხედრებული ჯარისკაცი“ (1611).

თემზის ველის პოლიციის ინსპექტორი ჯონ კეპსი აცხადებს, რომ ნახატები ჯერ არ უპოვნიათ, მაგრამ გამოძიება კვალს დაადგა და მალე მიეცემიან პასუხისგებაში შესაბამისი პირები, ასევე მან თქვა, რომ გაზრდიან პოლიციის კონტროლს მოცემულ ტერიტორიაზე. ქრისტეს კოლეჯის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გალერეა გარკვეული დროით დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი