შემოქმედებითი ინდუსტრიები

ოპერის თეატრის წინ ლადო ათანელის ვარსკვლავი იხსნება

7 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში  ქართველი ბარიტონის, ლადო ათანელის საღამო გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგაც ლადო ათანელის ვარსკვლავის გახსნა იგეგმება.

საღამოზე შესრულდება სცენები ოპერებიდან „ბედის ძალა“(ჯუზეპე ვერდი) და „ტოსკა“ (ჯაკომო პუჩინი).

ლადო ათანელს პარტნიორობას გაუწევენ იანო ალიბეგაშვილი და ბადრი მაისურაძე, თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი და ლადო ათანელის კონკურსის გამარჯვებული – არმაზ დარაშვილი, სტაჟიორი – გიორგი ჭელიძე და ოპერის გუნდის მსახიობი იური ასლანიშვილი. კონცერტში ასევე მონაწილეობენ თბილისის ოპერის გუნდი და ორკესტრი, მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით.

კომენტარები

კომენტარი