არქიტექტურა, არქეოლოგია

ოთხი ანტიკური არტეფაქტი ქრისტის აუქციონიდან მოიხსნა

ქრისტის აუქციონის სახლმა ამ თვეში გასამართი აუქციონიდან მოხსნა ოთხი ბერძნული და რომაული სკულპტურა, რადგან დადგინდა, რომ ისინი უკანონო გათხრების შედეგად აღმოაჩინეს. პროფესორი ქრისტოს ციროგიანისი, წამყვანი არქეოლოგი, ამბობს, რომ მას აქვს სამხილები, რომლებიც მოპარული არტეფაქტების უკანონო გადამტანებს აკავშირებს ოთხ სკულპტურასთან.

ესენია – რომაული მარმარილოს კურდღელი მოტეხილი ყურებით, რომელიც თარიღდება ჩვ. წ. მეორე ან მესამე საუკუნით და ღირს დაახლოებით 20 000-30 000 დოლარი.

ბრინჯაოს რომაული არწივი, დაახლოებით ჩვ.წ. მეორე-მესამე საუკუნიდან, ასევე ორი ატიკური ვაზა – დაახლოებით ძვ. წ. 430-420 წლების წითელფიგურებიანი სტილის პელიკი და დაახლოებით ძვ. წ. 540-530 წლების შავფიგურებიანი სტილის თასი.

ბოლო 15 წლის განმავლობაში ციროგიანისმა მოახდინა 1100-მდე მოპარული არტეფაქტის იდენტიფიცირება და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უამრავი არტეფაქტის რეპატრიაციაში.

კომენტარები

კომენტარი