კინო საშემსრულებლო ხელოვნება

ნინო სურგულაძე Netflix–ის ყველაზე გახმაურებულ სერიალში ითამაშებს

ცნობილი ქართველი მეცოსოპრანო, ნინო სურგულაძე Netflix-ის ახალ სერიალში გამოჩნდება. იგი ერთ–ერთ ეპიზოდში გადაიღეს.

„The Alienist“ ეკრანებზე 2018 წლის იანვარში გამოდის. მასში მთავარ როლებს დაკოტა ფენინგი, დანიელ ბრიული და ლიუკ ევანსი თამაშობენ.

“გადაღებების პროცესი იყო ზღაპრული, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სხვა განზომილებაში აღმოვჩნდი. კოლოსალური სტუდიები და პავილიონები, გიგანტური დეკორაციები, აღმართული შენობები, ქუჩები და ქალაქები. მასშტაბური, საოცარი ტექნიკური შესაძლებლობები. როგორც ჩემთვის ცნობილია, სერიალის თითოეული სეზონის გადაღებაზე 5 მილიონ დოლარზე მეტი იხარჯება. დაუვიწყარი შთაბეჭდილება დამრჩა გადამღებ ჯგუფზე. ისინი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან. ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ ყოველი გადაღების პროცესში ჩემს მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ, ყველაფერი გაკეთეს იმისთვის, რომ ჩემი გადასაღებ მოედანზე ყოფნა ყოფილიყო მაქსიმალურად კომფორტული. თავს ნამდვილ ჰოლივუდის ვარსკვლავად ვგრძნობდი. ძალიან მახარებს, რომ რეჟისორის დავალებას თავი გავართვი, დავიმსახურე უამრავი კომპლიმენტი, არაჩვეულებრივი თაიგული და მთელი გადამღები ჯგუფის აპლოდისმენტები. როგორც თავად იაკობ ვერბრიუგენმა მითხრა, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადასაღები დღე. აწი იმედი მაქვს მაყურებელსაც არ გაუცრუვდება იმედები“, – განაცხადა ნინო სურგულაძემ Front News International–თან

 

კომენტარები

კომენტარი