საშემსრულებლო ხელოვნება

ნილ იანგი ახალ სიმღერას აქვეყნებს

წინა თვეში ნილ იანგმა ბოლოსდაბოლოს გამოაცხადა მისი ალბომის „Homegrown“ (სახლში გაზრდილი) გამოსვლის თარიღი. ალბომში შესულია 1974 და 1975 წლებში ჩაწერილი კომპოზიციები. თარიღის გამოცხადებასთან ერთად მომღერალმა გამოაქვეყნა სიმღერა “Try.” ახლახანს კი ნილ იანგმა მსმენელებს გაუზიარა მეორე სიმღერა ალბომის რეპერტუარიდან, სახელწოდებით  “Vacancy” (ვაკანსია), სანამ ახალი ალბომი საბოლოოდ გამოვა ამ წლის 19 ივნისს.

უფრო ადრე ამ წელიწადში, იანგმა გამოაქვეყნა „Shut It Down 2020”, ახალი ვერსია სიმღერისა – “Shut It Down” (დახურე) და ასევე „Crazy Horse“ (შეშლილი ცხენი) რომლებიც შესულია 2019 წლის ალბომში, სახელწოდებით „Colorado“. “Shut It Down”-ის განახლებული ვერსია „შთაგონებულია თაყვანისმცემლების მიერ, რომლებიც ეხმიანებოდნენ იანგს და ხაზს უსვამდნენ ამაღლებულ მწუხარებაზე, რომელსაც სიმღერა წარმოგვიდგენს ამ პანდემიის დროს“.

კომენტარები

კომენტარი