საშემსრულებლო ხელოვნება

ნიკოლოზ რაჭველი: “მათი კარგად ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე საკუთარი კეთილდღეობა”

ცნობილი ქართველი მუსიკოსი, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ყველა იმ მნიშვნელოვან ადამიანს ახსენებს, რომლებსაც მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში შეხვედრია:

“როგორ არ ვიყო ძალიან ბედნიერი, როცა ცხოვრების გზაზე შემხვდნენ გამორჩეული ადამიანები, ღვთისგან დიდი ნიჭით დაჯილდოებული ხელოვანები და უახლოესი მეგობრები ნატო მეტო, დოი, ანიტა, ნინო ქათამაძე, გიორგი ცაგარელი, კახი სოლომნიშვილი! ცხოვრების გზაზე რომ მყვანან ნინო მაჩაიძე, გიორგი გაგნიძე, თამრიკო კვესიტაძე, ალექსანდრე კორძაია, თეა დარჩია, რომ ცხოვრების თანამგზავრთა და უახლოეს ადამიანთა შორის მყავს უდიდესი გია ყანჩელი და ნანი ბრეგვაძე, ძია მიშა კილოსანიძე, რომ ჩემი გული და სული იყო ბიძინა კვერნაძე, ახლობელი და გულშემატკივარი იყო გურამ მელივა, ირაკლი ჩარკვიანი… რომ მომიწია ურთიერთობა ბიორკთან და სტინგთან, მილოშ ფორმანთან და მიშელ ლეგრანთან, არვო პიარტთან და გიდონ კრემერთან, ბაშმეტთან და კიმ კაშკაშიანთან, რომ ჩემი უახლოესი ადამიანია განუმეორებელი ლიზა ბათიაშვილი, ჩემი სუყო და მაკა ასათიანი, ჩემი ბასა და თამრო ფოცხიშვილები, ჩემი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი დუდანა მაზმანიშვილი, რომ მყავს საოცარი უცხოელი მეგობრები სერგეი ნაკარიაკოვი და კრის ბოტი, მაქსიმ რისანოვი და ნიკოლას ალტშტატი, ავი ავიტალი და არიელ ცუკერმანი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი და ჯანლუკა მარჩიანო, ქრისტოფ და შტეფან კონცები, რომ ასე ახლობელია სოსო ბარდანაშვილი, რომ ასე ძვირფასია ჩემთვის სვიმონი (უხსოვარი დროიდან), თეონა, ზვიად ბოლქვაძე, რომ არაერთხელ მიწევს გამოსვლა გორის ორივე გუნდთან, ჩემი უსაყვარლესი მეგობრის ქეთინო მანელიშვილის აჭარის კაპელასთან, რომ ასე გვიყარს ერთმანეთი მე და ქეთი მელუას, რომ ასეთი სიახლოვე მაქვს პაატა ბურჭულაძესთან, ლექსო თორაძესთან (მის და ჩემს უმაგრეს ნინოსთან!), საშა კორსანტიასთან, იანო თამართან, თამარ ივერთან, ჩემ ტკბილ ბადრი მაისურაძესთან და ლადო ათანელთან, გენიალურ ნინო ანანიაშვილთან, ლიანა ისაკაძესთან, რომ საქმეშიც არაერთხელ გადავეკვეთე ჩემს უახლოეს ილიკოს და ნინოს თავიანთ სუხიშვილებთან ერთად, ახალი თაობის საოპერო ვარსკვლავებს ჩემს ბრწყინვალე ოთო ჯორჯიკიას, ძალზედ წარმატებულ უმაგრეს ქეთი ქემოკლიძეს, უსაყვარლეს გოჩა აბულაძეს, მიშა ქირიას, სულხან ჯაიანს… ახლად აღმოჩენილ უკვე ჩემს სოფო ბათილაშვილს, რომ არაერთხელ მიმუშავია ჩემი ბავშვობის სიყვარულთან სოფო ნიჟარაძესთან, ასევე ჩემს ლიზა ბაგრატიონთან და მაია დარსმელიძესთან, რომ ცხოვრებამ შემძინა ჩემი გულის და სულის მთავარი განუყოფელი ნაწლები – გიო და დათო შამანაურები და ჯორჯიან ბრასის მთელი შემადგენლობა, ინსაითი – უჩიკო, გოჩა და დათუჩი, ჩემი ცხოვრების თანამგზავრები ბუკა, თათა და ნანიკო, ჯაზსექსტეტის ძველი და ახალი წევრები, “რონდოელები” ჩემი უსაყვარლესი ლიზიკო, ლელა და საამაყო ელენე, ჩემი უმაგრესი ბენდის უმაგრესი ლევანი, ზაზა და უჩა, ღმერთის რჩეული ბექა გოჩიაშვილი, რომელიც მისი დაბადეიდან ჩემი სულიერი ძმაა. რომ მყავს ჩემი უახლოესი და უძვირფასესი მეგობარი სტეფანე, რომლის სიხარული და წარმატება ჩემსაზე მეტად მიხარია, ღმერთს ყველაზე დიდი მადლობა იმისათვის, რომ მყავს ნინო ნახუცრიშვილი (აქ განსაზღვრება ზედმეტია!) და თეო ჯორბენაძე (აქაც), რომ მყავს ჩემი შერიკო, გალე, ანანო, გური, ია, ყიფშო, ბერიკა, ნინო ქადაგძე, მანანა დოი (დოის ოჯახი ქეთოთი, ანათი, თემოთი, მიმოზა ბიცოლათი, ირათი და ასევე უმთავრესი დარიათი რომელთა არსებობაც მართლა ცალკე თემაა სართოდ!), უუუძვირფასესი მაია რაზმაძე (მისი ოჯახით და სამეგობროთი), ჩემი კახის და უკვე ჩემი უძვირფასესი დედა მანანა, ჩემი განუყრელი მარინა ბერიძე, ნიკა და სოფო, ჩემი ირინა სანიკიძე, მაკა-ვაჟა, ეკა ენუქიძე და სანდრო, ჩემი სიცოცხლის სანათი სანათა და ერეკლე (სისხლს რომ ვუშრობ და მაინც ვუყვარვარ), ირმა, ნანიკო, ნონა, ლალიკო – ჩემი საყრდენი ჯგუფი, ასევე განუყრელი კუხო და ვანო ჭელიძე, დემნა და გიორგი, ჩემი “შვიდკაცას” ძმები, ჩემი უნიჭიერესი გიგი თავის დედიკოსთან და “სინათლის წელიწადთან” ერთად ბავშვობიდან რომ მომყვება, ასევე ბავშვობიდან თაკო და ნინო გაჩეჩილაძეები, ნინი ბადი, ანი ზამბახიძე, სოფო ალთუნაშვილი, თიკა ფაცაცია, ალეკო ბერძენიშვილი… და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი უძვირფასესი ახლობელი, გულშემატკივარი, მეგობარი… ქრისტო შენ სულ მახსოვხარ და ჩემი ხარ ჩვენს მაცაცოსთან ერთად, ბედნიერი ვარ სამების უნიკალური გუნდის გამო, კიდევ იმიტომ რომ მომავლის უდიდესი კომპოზიტორი სანდრო ნებიერიძე, მომავლის დიდი პიანისტები გიო გიგაშვილი და სანდრო გეგეჩკორი ჩემი მეგობრები არიან, რომ ჩემი სტუდენტობის ასაკიდან მყავს ვაკო შიუკაშვილი, ნიკუშა ქობულაშვილი, ნიკუშა შამუგია, ქეთო ნაკაშიძე, ძიმა, შოთიკო, თამთა და ჩემი ნიკო ჩარკვიანი მისი ოჯახით, მყვანან მაკა ვირსალაძე და ეკა ჭაბაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, ხოსიტა და ნინო ჯანჯღავა, რომ ყოველთვის ვგრძნობ მანანიკო მორჩილაძის (ჩემი დაა, უძვირფასესი!), ლელა მაქარაშვილის, რუსიკო ბახტაძის და რუსო მორჩილაძის სიყვარულსა და მხარდაჭერას, რომ გავიზარდე შეუდარებელი მაკა აროშიძის ხელში, რომ მყავდა საოცარი მზია კოჭლავაშვილი და გაზეთი “ნერგის” მთელი რედაქცია მარინა თექთუმანიძის ხელმძღვანელობით, ბავშვთა ფედერაცია თავისი სრული ჯგუფით, რომ მყავდა უნიკალური პედაგოგები მიშა შუღლიაშვილი და ლილი გაბუნია (ეს ორი უმთავრესი!!!), ნანა ქვთარაძე, ვანო ჟღენტი, დოდო გოგუა, ლია დოლიძე, რუსიკო წურწუმია, ქეთი ბოლაშვილი, ქეთინო მებონია, ეთერ ზაგურიძე, დოდო ცინცაძე (თათა, ნინო და აკა, ჩემი სიხარულები!) ადა ქუთათელაძე, ირინა მამისაშვილი (პირელად რომ მომასმენინა ბერგის “ვოცეკი”), დევილ არუთინოვი, რომ პატარა ასაკშივე ხალხური შემოქმედება შემაყვარეს თვით ანზორ ექრომაიშვილმა და კუკური ჭოხონელიძემ, რომ ვიყავი გიორგი უშიკიშვილის და ვარ დათუნა და ია გერსიკების, ძვირფასი და განუმეორებელი ნინა სუბლატის, ჩემი გულის სიხარულის მარიამ ჩხაიძის მეჯვარე, მყვანარ საოცარი ნათლულები, მათშორის ამერიკელი მაგრამ ქართველი ჯონ გრაამი და ჩემი ნატო წვერიკას შესანიშნავი მეუღლე პოლ ქომენი, რომ ცხოვრების გზაზე მყვანან უძვირფასესი ქეთი დოლიძე, მაია ჩაჩავა და თამრო ბართაია (ბავშვობიდან), ნინო კასრაძე, ზურა ყიფშიძე, ჟანრი და ენრი ლოლაშვილები, არაამქვეყნიური დათო ევგენიძე (აგრეთვე ბავშვობიდან), ნიკა მაჩაიძე, ტუსია, გოგი, რატი ამაღლობელი, ლაშა ბუღაძე, ნატალიკო და ეკა, თამრიკო და მარიამი, რომ ჩემი უახლოესია სოსო ბარდანაშვილი, რომ მიყვარს ყველა ვინც ამ ჩამონათვალში უნებურად გამომრჩა, აი ჯოჯო და შაკო გამახსენდნენ, მთელი არმია დოის არტისტების, თორნიკე, კინწო, ეკა კახიანი, აჩიკო სოლოღა, ბუბა, ნანკა, ნანა ბუთხუზი, ჯაბა კილაძე, ჩემი ზალიკო ჩიქობავა ოლიმპიადა რომ გავხსენით ერთად, კოტე ფურცელაძე, რომლის დადგმულ ყანჩელზე ცრემლი ვერ შევიკავე პირველად რომ ვნახე რეპეტიციაზე .. რომ მყავს ყველაზე ახლო ადამიანები ჩემი ნიკუშა თავისი ლელათი, ჩეჩენა, მონატრებული თოკო, ფირანა, უსენა, მამუკა, სოსო, ჯავადი, ირაკლი… ძალიან ძალიან ძალიან ბევრი ძვირფასი ადამიანებისგან შედგება ჩემი ბიოგრაფია და ყველას მინდა უდიდესი მადლობა ვუთხრა სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, ერთგულებისთვის, ჩემი ტკბილი მეგობრები, უკრაინიდან ჩემი მიშა მენაბდე და ილია ინაიშვილი, სოსო ჯუღაშვილი, ნიჭიერი მაესტრო და უმაგრესი ვერიკო ჭუმბურიძე, ლიზა რამიშვილი, დიდი კარიერის დირიჟორი ვლადიმერ იუროვსკი და ლეგენდარული მიშელ ლეგრანი, რომ ასე ახლო და უთბილესი მეგობრობა მქონდა მათი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ჯანსუღ კახიძესთან, ნოდარ გაბუნიასთან, სოფიკო ჭიაურელთან და მედეა ჩახავასთან, რამაზ ჩხიკვაძესთან, ჩემს მონატრებულ კონსტანტინე ვარდელთან, პირველ და გაუნელებელ ტკივილთან – ჩემს ოძელასთან და უძვირფასეს ზურაბ ჟვანიასთან, ვისი დახმარებითაც შევძელი საზღვარგარეთ სწავლა და ვისი დამსახურებითაც დავუბრუნდი სამშობლოს ორკესტრის ხელმძღვანელად… თავად ეროვნულ ორკესტრზე აღარაფერს ვიტყვი, ყველამ იცის თითოეული ადამიანი რამდენს ნიშნავს ჩემთვის, მათით ვსულდგმულობ! ალბათ ძალიან ბევრი ახლობელი გამომრჩა, მომიტევებენ თუ კი ვუყვარვარ:) მადლობა ღმერთო ყველას გამო, გებარებოდნენ აქც და იქაც! მათი კარგად ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის ვიდრე საკუთარი კეთილდღეობა… მთელი გულით ვამბობ ამას” – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

კომენტარები

კომენტარი