ლიტერატურა

ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლისთავი

2017 წლის 4 დეკემბერს უდიდესი ქართველი პოეტის და მოაზროვნის ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წელი შესრულდა.

ნიკოლოზ ბარათაშვილი, იგივე ტატო, დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის, მელიტონის ოჯახში. დედა – ეფემია ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. ტატო ბავშვობიდანვე მეამბოხე გამოდგა. არაერთხელ დაუსჯიათ ის პატიმრობითა და გაროზგვით საკუთარი აზრის გამოთქმის გამო.

გიმნაზიაში სწავლა ნიკოლოზ ბარათაშვილმა 1835 წელს დაასრულა, მაგრამ უმაღლეს სასწავლებელში შესასვლელად რუსეთში გამგზავრება აუხდენელ ოცნებად დარჩა. იმდროისათვის მელიტონ ბარათაშვილის ოჯახი უკვე გაღარიბებული იყო და შვილის სწავლას ვერ უზრუნველყოფდა. მაშინ ნიკოლოზმა სამხედრო სამსახურში შესვლა მოიწადინა, მაგრამ არც იქ მიიღეს, რადგან ბავშვობაში გადატანილი ტრავმის გამო ოდნავ კოჭლობდა. იმედგაცრუებული პოეტი იძულებული გახდა რიგითი მოხელის სამსახურს დასჯერებოდა. 1835 წლიდან იგი უბრალო ჩინოვნიკად გამწესდა სამართლისა და განჩინების ექსპედიციაში.

ნიკოლოზ ბარათაშვილი რომანტიკოსი მწერალი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი არასოდეს კარგავდა იმედის ნაპერწკალს და ყოველთვის უკეთეს მომავალს ელოდა. ეს თვისება მას გამოარჩევდა სხვა რომანტიკოსებისაგან, რომელთაც მომავლის რწმენა სრულიად დაკარგული ჰქონდათ. მისი შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალია. პოეტიკა და სტილი რომანტიკული პოეტური აზროვნების სრულყოფილი გამოხატულებაა.

ის ციებით და ფილტვების ანტებით გარდაიცვალა მარტოობაში, თუმცა მისი სახელი არ გამქრალა.

გახსნილია ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმიც, სადაც დაცული და ექსპონირებულია პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტომასალა, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, სხვადასხვა დანიშნულების XIX საუკუნის ყოფითი ნივთები, რომლებიც აღადგენს ხელოვანის თანადროულ გარემოს და დამთვალიერებელს აზიარებს XIX ს-ის თბილისურ ყოფას.

კომენტარები

კომენტარი