კინო

ნეტფლიქსი მუშაობს სერიალზე ფსიქოანალიზის მამის – ფროიდის შესახებ

ნეტფლიქსი ემზადება ფსიქოანალიზის მამის – ზიგმუნდ ფროიდის შესახებ სერიების გამოსაშვებად, რვა სერიისგან შემდგარ ფილმს „ფროიდი“ ერქმევა. სიუჟეტი ჟანრობრივად მოიცავს დრამას და სასპენსს და თქვენ შეგეძლებათ ნახოთ, როგორ მოახერხა მან ფსიქოანალიზის თეორიის შექმნა.

რეჟისორი მარვინ კრენი აცხადებს სხვადასხვა მედია საშუალებებთან, რომ ამ სერიების მიზანია ზიგმუნდ ფროიდის ახალი პერსპექტივის ჩვენება, იმ გამოცდილებებიდან გამომდინარე, რაც მან გადმოსცა და გამოხატა მის ყველაზე ცნობილ წიგნებში.

„მე მსურს ვაჩვენო უცნობი ფროიდი, კაცი, რომელიც აღიარების ძიებაში გახლეჩილია ორ ქალს – გონებას და ინსტინქტს შორის. მისი ფსიქოანალიზი და იდის, თვითის და სუპერეგოს კონცეფცია ცარიელ ადგილას არ აღმოცენებულა, არამედ დაფუძნებულია ნაწამები გენიოსის გამოცდილებებზე, ვინც ადამიანის სახეების სიმრავლე პირველადი, უშუალო გამოცდილებიდან შეიცნო“. – ამბობს კრენი.  

განსხვავებული პერსპექტივის ჩვენებას სერიები შეეცდება შესავალში იმ გამოცდილებების მოთხრობით, რაც ფროიდს ჰქონდა მანამ, სანამ იგი გახდებოდა ფსიქოანალიზის მამა, როგორადაც ჩვენ მას დღეს ვიცნობთ.

კომენტარები

კომენტარი