სტილი, დიზაინი

ნახეთ: Gucci-ს ჩვენებაზე მოდელმა პროტესტი გამოხატა

მილანის მოდის კვირეულზე, Gucci-ს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე, მოდელმა აიშა ტან-ჯონსმა ხელები ასწია და კამერების წინ შემდეგი წარწერით ჩაიარა: “მენტალური ჯანმრთელობა არ არის მოდა”. ასეთი სახით გამოხატა მან პროტესტი იმ სამოსის მიმართ, რომლითაც მოდელები ჩვენებაზე გამოჩნდნენ. Gucci-ს ჩვენებაზე ისინი თეთრი ხალათებით, მაკიაჟისა და ვარცხნილობის გარეშე გამოჩნდნენ. განათება, პოდიუმი და თეთრი ხალათები ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სამკურნალო დაწესებულების განწყობას ქმნიდა. 

მოგვიანებით, მოდელმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე დაწერა, რომ მისი ახლობლები და საყვარელი ადამიანები ისეთი პრობლემებით იტანჯებიან, როგორებიცაა დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა და შიზოფრენია. მისი თქმით, მოდის სახლს თავის კოლექციაში ფსიქიკური აშლილობა მეტაფორად არ უნდა შემოეტანა. მოდელის აზრით, როცა მოდის სახლები კომერციული მიზნებისთვის დგამენ ასეთ ნაბიჯს, მილიონობით ადამიანს შეურაცხყოფენ, რომლებიც ფსიქიკური პრობლემებით იტანჯებიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მოდის სახლმა განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ თეთრი სამოსი, რომელიც მოდელმა გააპროტესტა, არ გაიყიდება და ის უბრალოდ შოუს ნაწილი იყო.

კომენტარები

კომენტარი