კინო

ნახეთ: Dracula-ს თიზერ თრეილერი გავრცელდა

პოპულარული სერიალის, ,,შერლოკის” შემქმნელებმა, სტივენ მოფატმა და მარკ გეტისმა Netflix-სთვის ახალი სერიალი გადაიღეს, რომელიც ირლანდიელი მწერლის, ბრენ სკოტერის წიგნის, ,,დრაკულას” ეკრანიზაციას წარმოაგდენს.

სერიალის თიზერ თრეილერი გუშინ, 27 ოქტომბერს BBC-ის იუთუბ არხზე გავრცელდა.

სერიალში მოქმედება წიგნის გამოცემის პერიოდში, 1897 წელს ხდება და მას სულ სამი ეპიზოდი ექნება, რომელშიც შიშისმომგვრელი ურჩხულის, დრაკულას როლს მსახიობი კლეის ბენგი შეასრულებს

აღსანიშნავია, რომ ეს ბრენ სკოტერის წიგნის მიხედვით გადაღებული სერიალის პირველი მცდელობა არაა. 2013 წელს NBC-ზე გამოჩნდა ამავე სახელწოდების სერიალი, რომელმაც წარმატება ვერ მოიპოვა და, ამიტომ, მეორე სეზონიც აღარ გამოსულა.

კომენტარები

კომენტარი