კინო

ნახეთ: „ფორსაჟი 9“-ის თიზერი, სადაც თბილისი ჩანს

ჰოლივუდის ფილმის Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) პირველი თიზერი გავრცელდა, რომელშიც თავისუფლების მოედანი ჩანს.

გადაღებები ხუთი კვირის განმავლობაში, 18 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე, თბილისის სხვადასხვა წერტილებში მიმდინარეობდა, მათ შორის ვაჟა-ფშაველაზე, ნუცუბიძეზე, რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე.

ცნობისთვის, „ფორსაჟის“ მე-9 ნაწილის ტელეეკრანებზე გამოჩენა მიმდინარე წელსაა დაგეგმილი. ფილმის რეჟისორი ჯასტინ ლინი, მსახიობები კი: ვინ დიზელი, დუეინ ჯონსონი, ჯორდანა ბრიუსტერი, ლუკას ბლეკი, ტაირიზ გიბსონი, მიშელ როდრიგესი.

კომენტარები

კომენტარი