შემოქმედებითი ინდუსტრიები

ნატო ვაჩნაძის რესტავრირებული „გაზ M1“ ავტომუზეუმში განთავსდა

თბილისის ავტომუზეუმში განახლებული „გაზ“ 4-ისა (1933 წ.) და „გაზ“ M1-ის (1936) პრეზენტაცია გაიმართა.  ავტომობილების რესტავრაციაზე 6 რესტავრატორი, დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ „გაზ“ 4 იყო პირველი საბჭოთა „პიკაპი“. ასეთი სულ 4 ეგზემპლარი არსებობს. „გაზ“ M1-ს კი მსახიობი ნატო ვაჩნაძე მართავდა.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ  ავტომუზეუმი ძალიან საინტერესო ადგილია, სადაც დამთვალიერებელს, 2 ახლად რესტავრირებულ ავტომობილთან ერთად, ბევრი უნიკალური ექსპონატების ნახვის საშუალება აქვს.

კომენტარები

კომენტარი