კინო

ნატალი პორტმანი თავისი პროვოკაციული ჩაცმულობით ქალ რეჟისორებს გამოექომაგა

ნატალი პორტმანი წითელ ხალიჩაზე დიორის კაბით გამოჩნდა, რომელზეც იმ ქალების სახელები იყო ამოქარგული, რომლებიც წარდგენილნი არ იყვნენ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში.

იმის მიუხედავად, რომ საუკეთესო ფილმის ნომინაციაში წარდგენილი იყო ,,პატარა ქალბატონები’’, რომლის რეჟისორიც ქალია, საუკეთესო რეჟისორის ნომინანტები მხოლო კაცები იყვნენ. სწორედ ამან გამოიწვია ნატალი პორტმანის უკმაყოფილება. თუმცა, ეს მხოლოდ ოსკარებზე არ მომხდარა, ,,ოქროს გლობუსის’’ დაჯილოდებაზეც საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში მხოლოდ კაცები იყვნენ წარდგენილნი.

ნატალი პორტმანი აქამდეც აქტიურად აკრიტიკებდა ჰოლივუდს. 2018 წელს სწორედ მან გამოაცხადა ,,ოქროს გლობუსის’’ გამარჯვებული საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში, გამოცხადება მან ამ სიტყვებით დაიწყო : აი, ნომინირებული მამაკაცებიც.

ამჯერად გამარჯვებული ისა რეიმ გამოაცხადა, რომელმაც ნომინანტების გამოცხადების შემდეგ თქვა: ვულოცავ, ამ მამაკაცებს.

,,ოსკარის’’ დაჯილდოების შემდეგ ყველაზე ხშირი განხილვის თემა სწორედ ვარსკვლავების ჩაცმულობაა ხოლმე, ასე რომ, ნატალი პორტმანმა საუკეთესო გზა აირჩია აზრის გამოსახატად.

კომენტარები

კომენტარი