ლიტერატურა

მწერალთა სახლი ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ აცხადებს

მწერალთა სახლი  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის  და სპორტის სამინისტროსთან ერთად აცხადებს ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ კონკურსს 6 ნომინაციაში:

  • წლის საუკეთესო დებიუტი
  • წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი 
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული 
  • წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული 
  • წლის საუკეთესო რომანი 


თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 5000 ლარის ოდენობით.

ლიტერატურული პრემიის საკონკურსოდ განიხილება 2019 წელს ქართულ ენაზე წიგნად გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები; პრემიაზე წარდგენილი წიგნი უნდა იყოს წიგნის პირველი გამოცემა; წიგნის კონკურსზე წარდგენა შესაძლებელია მხოლოს გამომცემლის მიერ;
თითოეულ ნომინაციაში საკონკურსოდ წარმოდგენილი წიგნების რაოდენობა შეზღუდული არაა;
კონკურსის შედეგებს აფასებს მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება; გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ფარული კენჭისყრით. ჟიური იტოვებს უფლებას, გამონაკლისის სახით, ერთჯერადად დაუშვას პრემიის გაყოფა ერთ ან ორ ნომინაციაში. ამ შემთხვევაში, საპრიზო თანხაც გაიყოფა ორად. 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 6 მარტი.

კონკურსანტების მოკლე ნუსხას ჟიური მაისის ბოლოს წარადგენს. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 8-იდან 11 ივნისამდე.

კომენტარები

კომენტარი