არტ მენეჯმენტი ლიტერატურა

მწერალთა სახლი აცხადებს შემოქმედებითი სტიპენდიების პროგრამას ავტორებისათვის

ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, მწერალთა სახლი აცხადებს შემოქმედებითი სტიპენდიების პროგრამას ავტორებისათვის.

პროგრამის მიზანია მხატვრული, არამხატვრული და საბავშვო/საყმაწვილო ლიტერატურის ახალი გამოცემის შექმნის ხელშეწყობა ქართულ ენაზე.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შემოტანა შეუძლიათ ქართულ საგამომცემლო სახლებს; თითო გამცხადებელს უფლება აქვს გამოგზავნოს არა უმეტეს სამი განაცხადისა.

შემოქმედებითი სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში გამოსაცემად შერჩეული ტექსტი უნდა უნდა განკუთვნებოდეს შემდეგ თემატიკას და ჟანრს:


 რომანი;
 პროზა;
 პოეზია;
 არამხატვრული ლიტერატურა (დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა);
 საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა (Young Adult).

პროგრამის ფარგლებში გამოვლენილი გამარჯვებული წიგნების წარდგენა და საჯარო კითხვა გაიმართება მწერალთა სახლში.

კომენტარები

კომენტარი