საშემსრულებლო ხელოვნება

მუსიკოსები თაყვანისმცემლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

ბილი აილიში, ტეილორ სვიფტი და არიანა გრანდე არიან იმ პოპ-ვარსკვლავებს შორის, რომლებიც იყენებენ მათ მნიშვნელოვან გავლენას თაყვანისმცემლებზე, რათა დაამკვიდრონ ქცევის შესაბამისი წესები კორონავირუსის დროს. აილიშმა მიმართა თავის 57 მილიონ გამომწერს და უთხრა, რომ უპასუხისმგებლობაა ასეთ დროს კლუბებში სიარული და პლაჟებზე გასვლა.

სვიფტი თავის 128.8 მილიონ გამომწერს ინსტაგრამზე ასევე მიმართავს და მოუწოდებს, რომ თუ თვითონ არ გრძნობენ თავს ცუდად, სხვებს მაინც გაუფრთხილდნენ და თავი შეიკავონ წვეულებებისა და შეკრებებისგან. კვირას გრანდემაც მიმართა თავის 72 მილიონ გამომწერს და შეახსენა, რომ არ უნდა იფიქრონ, თითქოს რახან ახალგაზრდები არიან, თავად კარგად იქნებიან და საჭიროა მსუბუქად შეხედონ სიტუაციას.

ლუის კაპალდი

პარალელურად, უელსური ინდი როკის ჯგუფი Stereophonics თავის კონცერტებს ამართლებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, რომ ამ ეტაპზე საჭირო არაა დიდი თავყრილობების შეჩერება. იმავე პოზიციაზე შოტლანდიელი პოპ მომღერალი ლუის კაპალდი.

ათეულობით ტურნე გაუქმებულია, მათ შორის ელტონ ჯონის, ფუ ფაიტერსის და სელინ დიონის. ალტერნატივად მუსიკოსები სახავენ ონლაინ კონცერტებს.

კომენტარები

კომენტარი