ვიზუალური ხელოვნება

მუნკის „კივილი“ ადამიანების სუნთქვის გამო ფერმკრთალდება

ედვარდ მუნკის საყოველთაოდ ცნობილი ნახატი „კივილი“ თანდათან ფერმკრთალდება. იტალიის ეროვნული კვლევის საბჭოს ორგანიზებით მეცნიერთა საერთაშორისო კონსორციუმმა დაადგინა, რომ გაუფერულების ძირითადი მიზეზია დაბალი ხარისხის კადმიუმის სულფიდის საღებავი. როგორც ჩანს 1910 წელს, ხარისხის კონტროლის თანამედროვე მეთოდების არარსებობის გამო, მხატვარმა შეიძინა დაბალი ხარისხის საღებავი.

პიგმენტი, რომელი მან გამოიყენა მოწყვლადია ნესტის მიმართ და თვით დაბალი დოზის ნესტი, რომელსაც წარმოქმნის ადამიანის სუნთქვა, როცა ისინი უახლოვდებიან ნახატს, იწვევს ნახატის ფერების მილევას. ნახატი ასევე მნიშვნელოვნად დაზიანდა 2004 წელს, როცა ის მოიპარეს მუნკის „მადონასთან“ ერთად. ორივე ნახატი აღადგინეს 2006 წელს და :კივილი: მას შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ცალკე ინახებოდა სინათლის და ტენიანობის კონტროლით. დადგინდა, რომ სინათლეს ძალიან მცირე უარყოფითი ეფექტი აქვს ტენიანობასთან შედარებით.

მუნკის მუზეუმი მალე გაიხსნება ოსლოს ოპერის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალ ადგილას. მუნკის მუზეუმში წარმოდგენილია იკონური ნახატის ოთხი ვერსიიდან ერთ-ერთი.

კომენტარები

კომენტარი